ამჯერად, შემოგთავაზებთ თევზის ღვეზელის რეცეპტს. ის საკმაოდ ბიუჯეტური და არნახულად გემრიელია.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კეფირი 1 ჩ. ჭ.
- კვერცხი 1 ცალი
- ფქვილი 1 ჩ. ჭ.
- სოდა ნახევარი ჩ. კ.
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თევზის ზეთიანი კონსერვი (თქვენთვის ხელმისაწვდომი)
- მოხარშული კვერცხი 2 ცალი
- მწვანილი
- ყველი 200 გრ
მომზადების წესი:
- ამზადებთ ცომს. აურიეთ მოცემული ინგრედიენტები და მოზილეთ ცომი.
- თევზის ნაჭრები ამოიღეთ ზეთიდან და ჩანგლით დაჭყლიტეთ. შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი კვერცხი, მწვანილი და ნაზად აურიეთ.
- საცხობ ფორმაზე წაუსვით ცხიმი, ცომი თანაბრად გაანაწილეთ, ოდნავ ამოიტანეთ კიდეებზეც, და დაფარეთ მომზადებლი შიგთავსით.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე და შედეთ ღვეზელი. 20 წუთის შემდეგ გამოიღეთ, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და კიდევ 5 წუთი გააჩერეთ ღუმელში.
ღვეზელი ძალიან გემრიელია როგორც ცხელი, ისე ცივი. გემრიელად მიირთვით!