სტატიაში შემოგთავაზებთ სამკურნალო თვისებებით გაჯერებული, მენოპაუზისთვის დამახასიათებელი დარღვევების საწინააღმდეგო სასმელის რეცეპტს.
ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული სასმელი საშიში ჰორმონალური პრეპარატების ალტერნატივაა, რომელიც სწრაფად მოგიხსნით თავბრუსხვევას, გულისრევას, ოფლიანობას და მენოპაუზისთვის დამახასიათებელ სხვა სიმპტომებს.
სასმელი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, აბალანსებს ნერვულ სისტემას, ხსნის დაღლილობას, სასარგებლოა დიარეას,
სისხლდენის, არარეგულარული მენსტრუაციის დროს, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.
სამკურნალო სასმელის შემადგენლობაში შედის ანტიოქსიდანტებით მდიდარი მაყვალი. ეს საოცარი კენკრა იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც ხელს უწყობს უჯრედის ნაადრევ დაბარებას ე. ი. შემოთავაზებული საშუალება ახალგაზრდობის შესანარჩუნებელი ელექსირია.
სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- სალბის დაჭრილი ფოთლები 1 ჩ. კ. ან გამხმარი ½ ჩ. კ.
- მწვანე ჩაი ½ ჩ. კ.
- მაყვლის დაჭრილი ფოთლები 1 ჩ. კ. ან გამხმარი ½ ჩ. კ.
- მაყვალი (შეგიძლიათ გაყინლიც გამოიყენოთ) 1 ჩ. ჭ.
- გაწმენდილი წყალი 1 ლ
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ თერმოსში და დაასხით ადუღებული წყალი, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 1-2 საათი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ. ნაყენი მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ.
მომზადებული სასმელი შედეთ მაცივარში. მიღების წინ შეათბეთ. შეგიძლიათ დაამატოთ თაფლიც.
გისურვებთ ჯანმრთელობას!