ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ უხერხულ მდგომარეობაში, როგორიცაა ფეხის უსიამოვნო სუნი. ყველა ადამიანს უოფლიანდება ფეხი, რაც იწვევს თავისებურ უსიამოვნო სუნს.
სტატიაში შემოგთავაზებთ მარტივ მეთოდებს, რომელთა გათვალისწინებით შეძლებთ, თავი დააღწიოთ ამ უსიამოვნო პრობლემას.
1. კარგად დაიბანეთ თითებს შორის ადგილები
თუ გსურთ, შეაჩეროთ უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიების გამრავლება, კარგად დაიბანეთ თითებს შორის ადგილები და შემდეგ გულდასმით შეიმშრალეთ.
2. გამოიყენეთ ვაშლის ძმარი
თანაბარი რაოდენობით აიღეთ ვაშლის ძმარი და თბილი წყლი. მომზადებული ნარევი მარლის საშუალებით კარგად წაისვით ფეხებზე და სამოქმედოდ დაიტოვე 20 წუთი. ამ გზით შეძლებთ ბაქტერიების აღმოფხვრასა და უსიამოვნო სუნისგან გათავისუფლებას.
3. წინდები
გამოიყენეთ მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილის წინდები, რადგან ის შეიწოვს ოფლს და აფერხებს უსიამოვნო სუნის წარმოქმნას, ხოლო სინთეტიკური წინდები მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს.
4. გამოიყენეთ დეოდორანტები
ფეხის ანტიპესპერანტები ამცირებს ოფლის გამოყოფას. დეოდორანტები გამოიყენეთ დაბანის შემდეგ.
გაუკეთეთ ფეხსაცმელს დეზინფექცია და არ ატაროთ ნოტიო ფეხსაცმელი, რადგან ამ გზით ხელს შეუწყობთ ბაქტერიების გამრავლებას და უსიამოვნო სუნის წარმოქმნას.
დაიცავით ჰიგიენა და შეეცადეთ ფრჩხილები მუდმივად დაჭრილი გქონდეთ, რადგან უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიები მრავლდება ფრჩხილებში და იმ ადგილებში, სადაც კანი გაუხეშებულია.
5. ჩაის აბაზანები
მოცემული პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო გამოსავალია შავი ჩაის ნაყენი. ნაყენი ანადგურებს ბაქტერიებს, აგრეთვე ამცირებს ოფლიანობას. მოამზადეთ შავი ჩაის მუქი ნაყენი, გააზავეთ 1-1,5 ლ თბილ წყალში და 15-30 წუთით გაიკეთეთ აბაზანები.
6. არომატული ზეთების გამოყენება
ლავანდის ზეთი საუკეთესო ვარიანტია მოცემული პრობლემის გადასაჭრელად. ლავანდის ზეთი გაგათავისუფლებთ უსიამოვნო სუნისგან. მას აქვს ბაქტერიციდული ეფექტი.
ნუ იზარმაცებთ და შინ მისვლისთანავე დაუყონებლივ გაიხადეთ წინდები, რადგან ისინი ბაქტერიების გავრცელების წყაროა.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ გაწუხებთ ქავილი და ფეხის უსიამოვნო სუნი.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და შეძლებთ თავი დააღწიოთ ამ უსიამოვნო პრობლემას.