გატარებული ცომით მომზადებული უგემრიელესი ორცხობილები. გაიხსენეთ გემო ბავშვობიდან

ამჯერად, შემოგთავაზებთ ორცხობილებს ბავშვობიდან. ალბათ, ყველას გახსოვთ გატარებული ცომით მომზადებული უგემრიელესი ორცხობილები. მოამზადეთ, გაიხსენეთ საოცარი არომატი და ცოტა ხნით ჩაიძირეთ ტკბილ მოგონებებში.

ორცხობილების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ჩ. ჭ. შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჩ. კ. სოდა ძმრით ან ლიმონის წვენით
  • 250 გრ დარბილებული კარაქი ან მარგანინი
  • 3 ჩ. ჭ. ფქვილი
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. დარბილებული კარაქი ან მარგანინი დაჭერით ნაჭრებად. მიქსერით ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ ძმრიანი სოდა, კარაქი, ვანილი და თქვეფთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ გაცრილი ფქვილი, როცა მასა გასქელდება, ცომს ზელთ ხელით. ფქვილი თნდათან შეაზილეთ.
  2. ცომი არ უნდა იყოს ელასტიური. რბილი ცომი ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ. მზა ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და 1 საათით შედეთ მაცივარში.
  3. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. საცხობ ფორმაზე მოაყარეთ ფქვილი. ცომის მთლიანი მასა მაცივრიდან არ გამოიღოთ, მოამზადეთ ნაწილ-ნაწილ. ცომის მეოთხედი დაამრგვალეთ და დაიწყეთ გატარება. დანით ჩამოაჭერით გატარებული ცომის 6-7 სმ, ხელი შეაშველეთ და ფრთხილად გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, შემდეგ მეორე, მესამე და ა. შ. (დაიცვით ინტერვალი). ორცხობილები გამოაცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში.

გაგრილებულ ორცხობილებს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. გემრიელად მიირთვით!