შემოგთავაზებთ ბრაზილიული ღვეზელის რეცეპტს. ფუმფულა, ჰაეროვანი, ბანანისა და დარიჩინის არომატით გაჯერებული დესერტი ძალიან გემრიელია.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 2 ცალი
- კარაქი 75 გრ
- შაქარი 100 გრ
- ფქვილი 175 გრ
- კეფირი 100 მლ
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- ვანილი
- მარილი მწიკვი
- ბანანი 2 ცალი
გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ფქვილი 100 გრ
- შაქარი 100 გრ
- ცივი კარაქი 50 გრ
- დარიჩინი ნახევარი ჩ. კ.
- მარილი მწიკვი
მომზადების წესი:
- გულსართის მოსამზადებლად აურიეთ ფქვილი, შაქარი, მარილი, დარიჩინი. შემდეგ ჩაახეხეთ ცივი კარაქი და ხელით აურიეთ.
- ცომის მოსამზადებლად კვერცხის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან. ცილას დაამატეთ მარილი და კარგად ათქვიფეთ.
- კვერცხის გულები შაქართან ერთად ათქვიფეთ გათეთრებამდე. თქვეფთ 6-8 წუთის განმავლობაში. თანდათან დაამატეთ დარბილებული კარაქი, კეფირი, ვანილი და კარგად ათქვიფეთ.
- გაცრილ ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და ნიჩაბით შეაზილეთ კვერცხის გულებიან მასას. ბოლოს ნაზად შეურიეთ ათქვეფილი ცილა.
- საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ცომის ნახევარი თანაბრად გაანაწილეთ. ზემოდან მოაწყვეთ დაჭრილი ბანანი და მოაყარეთ გულსართის ნახევარი. შემდეგი დაფარეთ დარჩენილი ცომით და ბოლოს მოაყარეთ გულსართი.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40-45 წუთი.
მოამზადეთ ბანანის ნაზი, ჰაეროვანი ღვეზელი და ისიამოვნეთ!