უგემრიელესი ბერძნული სოუსის, “ძაძიკის” მარტივი რეცეპტი. გემრიელია აბსოლუტურად ყველა კერძთან

შემოგთავაზებთ არომატული და ძალიან გემრიელი ბერძნული სოუსის ,,ძაძიკის“ რეცეპტს. სოუსი შეგიძლიათ მიირთვათ პურთან, კარტოფილთან, მაკარონთან, შემწვარ ხორცთან ან თქვენთვის სასურველ კერძთან ერთად.

,,ძაძიკის“ მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გაწურული მაწონი 300 გრ
  • ნიორი 1 კბილი
  • კიტრი 1 ცალი
  • კამა 25 გრ
  • ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. დაქუცმაცებული ნიორი და გაწურული მაწონი აურიეთ და შეაზავეთ მარილით.
  2. კიტრი გათალეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად, მოაყარეთ მარილი, გააჩერეთ 15 წუთი და წვენის გამოყოფის შემდეგ გადაიტანეთ საწურზე. თუ გსურთ, რომ კიტრი ხრაშუნა დარჩეს ხელით გაწურეთ.
  3. მაწონს დაამატეთ კიტრი, წვრილად დაჭრილი კამა, ზეითუნის ზეთი და აურიეთ. გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ პიტნა ან ლიმონის წვენი.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!