მიირთვით ლიმონისა და ზეითუნის ზეთის ნაზავი, რათა გათავისუფლდეთ არაერთი დაავადებისგან

1 ცალი ლიმონის წვენს დაამატეთ 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი და გათავისუფლდით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემისგან. მოცემული რჩევები დაიმახსოვრეთ სიცოცხლის ბოლომდე.

აი, ერთ-ერთი საუკეთესო, ნატურალური საშუალებებით გაჯერებული რეცეპტი, რომელიც ორგანიზმისთვის სოცრად ეფექტურია.

პროცედურა საკმაოდ მარტივია. ყოველ დილით უზმოზე, ჭამამდე ერთი საათით ადრე, მიიღეთ 1-2 ს. კ. მცენარეული ზეთი, რომელოც შერეულია ნახევარი ლიმონის წვენში.

ყველაფერი ძალიან მარტივია: დილით აიღეთ 1-2 ს. კ. ზეითუნის ზეთი და ჩაასხით ფინჯანში, დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი.

დალიეთ ნაყენი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

აი, მისი უპირატესობები:

1. კურნავს ყაბზობას.

ამ ორი უძლიერესი პროდუქტის კომბინაცია გამოყოფს ნაღველს, ასტიმულირებს ნაწლავების დაცლას. ახლა უკვე შეგიძლიათ დაივიწყოთ ყაბზობა.

მომზადებული საშუალება ეფექტურია ღვიძლისთვის.

ორგანიზმიდან გამოდევნის მავნე ნივთიერებებს. ნაღველი  გამოყოფს ცხიმებს, აძლიერებს ნაწლავის ტრაქს, გამოდევნის შლაკებს ნაღვლის ბუშტიდან, ღვიძლიდან და ბუნებრივი გზით  გამოაქვს გარეთ.

2. კარდიო-დამცავი ეფექტი.

ზეითუნის ზეთი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, ის აკონტროლებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს. მას აქვს აგრეთვე ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და შეიცავს ბევრ ვიტამინს.

3. სახსრები და რევმატიული დაავადებები.

ზეითუნის ზეთი ანთების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა. 1 ჩ. კ. ბუნებრივი და საოცრად ეფექტური საშუალება ებრძვის გამაღიზიანებელ ტკივილებს.

4. ამაგრებს ფრჩხილებს, კანსა და თმას.

მოამზადეთ ნაყენი 1 ს. კ. ზეითუნის ზეთითა და 1 ს. კ. ლიმონის წვენით. ჩაყავით ფრჩხილები ძილის წინ 10 წუთით ადრე. ხელებზე გაიკეთეთ ბამბის ხელთათმანი და დაიტოვეთ მთელი ღამით.

5. აძლიერებს თმას, აჯანასაღებს კანს. 

ზეთისა და ლიმონის კომბინაცია ეხმარება თმას, გახდეს ძლიერი, მბზინვარე, აშორებს ქერტლს. ლიმონის ანტისეპტიკური თვისება დაგეხმარებათ კანის დაავადებების მკურნალობაში.

თუ არ გაქვთ ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მსგავის თვისებებით გაჯერებული ზეთი.

6. არეგულირებს ქოლესტერინის დონეს

ამ ორი ნატურალური პროდუქტის კომბინაცია არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამცირებს გულის დაავადებათა რისკს. გამწმენდი ნაყენის მეორე კომპონენტი არის ლიმონის წვენი.

7. სტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას

იგი ასევე ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას, როგორც ყველა პროდუქტი, რომელსაც აქვს მჟავე გემო.

8. აჯანსაღებს სასუნთქ სისტემას

ლიმონი არის ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების  წყარო. ის დადებითად მოქმედებს სასუნთქ გზებსა და ფილტვებზე. ლიმონი ვირუსული დაავადებების საწინააღმდეგო საოცრად ეფექტური საშუალებაა. ეს ნატურალური პროდუქტი აძლიერებს იმუნიტეტს, არის ავიტამინოზის პროფილაქტიკა. გამოდევნის საშარდე გზებიდან სილასა და კენჭებს, აუმჯობესებს სახსრების მუშაობას.

ლიმონის ნაცვლად გამოიყენეთ მოცვის წვენი, რომელიც გაჯერებულია უამრავი დადებითი თვისებით. მას აქვს სადეზინფექციო და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ატონიზირებს ორგანიზმს, აძლიერებს მის ენერგეტიკას. მოცვის წვენი წნევის დამწევი უძლიერესი საშუალებაა, ამაგრებს სისხლძარღვებს, ორგანიზმს იცავს ავიტამინოზისგან, გამოდევნის საშარდე გზებიდან სილასა და კენჭებს.

და ბოლოს გრეიფრუტის წვენი, რომელიც აგრეთვე შეიძლება გამოიყენოთ ლიმონის წვენის ნაცვლად. ის აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სიტემის ტრაქს, აქვს წნევის დამწევი ეფექტი, აწესრიგებს გულისა და სისხლძარღვების მუშაობას, აქვს ნაღვლმდენი ეფექტი.

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. შემოგთავაზებთ პროპორციებს: 1-2 ს. კ. მცენარეული ზეთი და იგივე რაოდენობის წვენი. მომზადებული ნაყენი გამოიყენეთ ყოველდღიური პროფილაქტიკსთვის. მის საოცრად ეფექტურ შედეგს თანდათანობით, ეტაპობრივად იგრძნოთ. პროცედურა ჩაიტარეთ ერთი თვის განავლობაში, შედეგს კი ერთი კვირის შემდეგ იგრძნობთ.