ნიშნები და სიგნალები, რომელთაც ორგანიზმი მაშინ გვიგზავნის, როდესაც ჩვენი ღვიძლი გადატვირთულია

ორგანო, რომელზედაც სტტიაში ვისაუბრებთ, მონაწილეობას იღებს ორგანიზმში მიმდინარე უამრავ პროცესში, მაგალითად:

  • ცხიმების გადამუშავება;
  • აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების შეთვისება;
  • ორგანიზმის გაწმენდა;
  • საშიში და ტოქსიკური ნივთიერებების განეიტრალება;
  • საკვები ნივთიერებების შენარჩუნება;

ღვიძლი არის ორგანო, რომელიც, პირველ რიგში, პასუხისმგებელია ტოქსინების გაფილტვრაზე და ორგანიზმიდან ნარჩენების გამოდევნაზე, ამიტომ მისი როლის გადაჭარბება შეუძლებელია.

როდესაც ღვიძლი გადატვირთულია ტოქსინებითა და ცხიმებით ჩვენს ორგანიზმს ექმნება როგორც ჯანმრთელობასთან, ისე სილამაზესთან დაკავშირებული პრობლემები.

ამიტომ თითოეული ადამიანი ვალდებულია აკონტროლოს ღვიძლის მდგომარეობა.

სტატიაში შემოგთავაზებთ სიმპტომების ჩამონათვალს, რომლებიც გაფრთხილებთ, რომ თქვენი ღვიძლი სათანადოდ არ ფუნქციონირებს და მას დახმარება სჭირდება.

  • ქრონიკული დაღლილობა;
  • სიყვითლე (კანის, თვალების, აგრეთვე ლორწოვანი გარსის სიყვითლე, რაც ხდება სისხლში ბილირუბინის მომატების გამო;
  • სახსრებისა და კუნთების მუდმივი ტკივილი;
  • მეტეორიზმი, შებერილობა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა;
  • გულისრევა;
  • ტემპერატურა;
  • ღია ფერის განავალი;
  • თირკმელების პრობლემები;
  • წონაში უმიზეზოდ მატება;
  • ვენური ბადე;
  • გინეკომასტია (ერთი ან ორივე სარძევე ჯირკვლის გადიდება) ან სათესლე ჯირკვლის ატროფია;

ყურადღება მიაქციეთ ღვიძლის მუშაობას, იკვებეთ სწორად, რათა უზრუნველყოთ მისი გამართული ფუნქციონირება და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა. გისურვებთ ჯანმრთელობას!