ყველი უგემრიელესი პეროგი კეფირის ბაზაზე. მარტივი მოსამზადებელია, გემოთი კი შეუდარებელი გამოდის

ალბათ, მუდამ იმის ძიებაში ხართ, რა მოამზადოთ. ეს დიასახლისების მთავარი საზრუნავი და საფიქრალია. შემოგთავაზებთ ყველის ღვეზელის რეცეპტს, რომელიც გემრიელიც არის და მოსამზადებლადაც უმარტივესია.

ღვეზელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ყველი 200 გრ
  • ხაჭო 300 გრ
  • მანანი 3 ს. კ.
  • კვერცხი 3 ცალი
  • ნიორი 1-2 კბილი (შეგიძლიათ არ დაამატოთ)
  • კამა პატარა კონა
  • კეფირი 100 მლ
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. მანანს დაასხით კეფირი და გააჩერეთ 20-30 წუთი.
  2. ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და შეურიეთ ხაჭო.
  3. დაამატეთ ცალკე ათქვეფილი კვერცხი და წვრილად დაჭრილი კამა.
  4. მომზადებული მასა თქვენი გემოვნებით შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით. თუ სურვილი გაქვთ დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი. ბოლოს შეურიეთ კეფირი მანანით.
  5. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და მომზადებული მასა თანაბრად გაანაწილეთ.
  6. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. როდესაც ღვეზელი ოქროსფრად დაიბრაწება მზად არის.

ცადეთ, მოამზადეთ ყველის არომატული და ძალიან გემრიელი ღვეზელი. ის შეიძლება თქვენი ოჯახის წევრების საყვარელი კერძების ჩამონათვალს დაემატოს.

გემრიელად მიირთვით!