ჩაზრდილი ფრჩხილი რომ მოიშოროთ და საშინელი დისკომფორტი წარსულში მოიტოვოთ, გამოიყენეთ მარტივი საშინაო საშუალებები

ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, რომელსაც ხშირად ვაწყდებით, არის ფეხის თითებზე ჩაზრდილი ფრჩხილი. ჩაბრუნებული ფრჩხილი გიქმნით დისკომფორტს, ახლავს ტკივილი.

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ კატეგორიულად აკრძალულია, ფრჩხილების ნახევარმთვარისებურად დაჭრა. ფეხის ფრჩხილები დაიჭერით სწორად და აირიდეთ ფრჩხილების ჩაბრუნება.

დისკომფორტისა და ტკივილის შესამსუბუქებლად, ინფექციების პროფილაქტიკისთვის გამოიყენეთ მარტივი ხრიკები.

შემოგთავაზებთ რამდენიმე საშუალებას, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ ტკივილის შემსუბუქებას და მოცემული პრობლემის აღმოფხვრას.

  • გააცხელეთ წყალი, დაამატეთ ცოტა მარილი და მომზადებულ ნარევში 15-20 წუთით ჩაყავით ფეხი, რომელზედაც ჩაზრდილი ფრჩხილი გაქვთ.
  • მოამზადეთ გვირილის ნახარში და 15-20 წუთით ჩააყავით დაზიანებული ფეხი. ამ გზით შეძლებთ ანთებითი პროცესის შეჩერებას და ტკივილის დაამაბეას.
  • ჩაის ხის ზეთი საუკეთესო ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც ხელს უწყობს ინფექციის აღმოფხვრას. ჩაზრდილ ფრჩხილზე დაიწვეთეთ რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!