კანი ნაწიბურებისგან, ნაიარებისა და ლაქებისგან თავისუფალი რომ იყოს, გამოიყენეთ საშინაო ნიღაბი

702

გადატკეცილი სახის კანი ყველა ადამიანის ოცნებაა და სასურველი შედეგის მისაღებად არ იშურებენ დროსა და თანხას, მაგრამ ძვირადღირებული პროცედურები ყველას არ ხელეწიფება. საბედნიეროდ, არსებობს ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ნატურალური პროდუქტები, რომელთა საშუალებით ძალიან სწრაფად და მარტივად გაიქრობთ ნაწიბურებს, ნაოჭებს, ლაქებს და თქვენი ლამაზი სახის კანით ყველას აღაფრთოვანებთ.

სტატიაში შემოგთავაზებთ მარტივი, ბუნებრივი საშუალების რეცეპტს, რომელიც კანს მიანიჭებს სიგლუვესა და მბზინვარებას. საშუალების ძირითადი იგრედიენტი არის თაფლი.

საჭირო იგრედიენტები:

  • დარიჩინი 1 ს. კ.
  • ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
  • მუსკატის კაკალი 1 ს. კ.
  • ნატურალური თაფლი 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ. თუ თქვენ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ოდნავ გაზარდეთ თაფლის რაოდენობა, რადგან თაფლი კურნავს კანის ანთებით პროცესებს, მაგრამ ამ პროდუქტის დამატება არ არის რეკომენდებული კანის ქრონიკული დაავდებით როზაცეათი დაავადებულ ადამიანთათვის, რადგან მან შეიძლება სისხლძარღვების გაფართოება გამოიწვიოს. ზოგიერთი ადამიანი სურვილისამებრ ნიღაბს ამატებს მწვანე ან თეთრ თიხას. მასა რომ ძალიან სქელი არ გამოგივიდეთ დაამატეთ ცოტა წყალი.

ნიღაბის გამოყენებამდე სახე საპნით კარგად დაიბანეთ, ხოლო პროცედურის დამთავრების შემდეგ წაისვით დამატენიანებელი მალამო.

მოამზადეთ ნიღაბი და გათავისუფლდით კანის ისეთი პრობლემებისგან, როგორიცაა, ნაწიბურები, ნაოჭები, შავი წერტილები. თუ იგრძნობთ ქავილს, წვას ეს იმას ნიშნავს, რომ ნიღაბი მოქმედებს. პროცედურა გაიმეორეთ ყოველ დღე და უმოკლეს დროში გათავისუფლდით პრობლემებისგან.