შემოგთავაზებთ უგემრიელესი კექსის რეცეპტს. სამარხვო კექსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტები. ნაზი, ჰაეროვანი, არომატული და მადისაღმძვრელი კექსით შეძლებთ მარხვის დღეების გაგემრიელებას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 250 მლ
- შაქარი 120 გრ
- თაფლი 2 ს. კ.
- ზეთი 120 მლ
- ფქვილი 320 გრ
- სოდა 1 ჩ. კ.
- მარილი მწიკვი
მომზადების წესი:
- თბილ წყალს დაამატეთ მარილი, შაქარი, თაფლი და აურიეთ. შემდეგ შეურიეთ ზეთი და თანდათან შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და სოდა.
- მიიღებთ საშუალო სისქის არაჟნის მსგავს მასას. კექსის საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მომზადებული მასა თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40 წუთი.
კექსი ფორმიდან გაგრილების შემდეგ ამოიღეთ და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. გემრიელად მიირთვით და გაილამაზეთ ჩაის წვეულება!