ჰაეროვანი კრემის, ვანილის, გემრიელი მინანქრისა და ფუმფულა ბისკვიტის შერწყმა ნამდვილ ჰარმონიას ქმნის

შემოგთავაზებთ დაუჯერებლად გემრიელი, დახვეწილი, ტორტის რეცეპტს. ჰაეროვანი კრემის, ვანილის, გემრიელი მინანქრისა და ფუმფულა ბისკვიტის შერწყმა ნაზ და მსუბუქ არომატს ქმნის.

უგემრიელესი დესერტის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ჩ. ჭ. ფქვილი
  • 1 ჩ. ჭ. შაქარი
  • 1 ჩ. კ. გამაფხვირებელი
  • 5 ცალი კვერცხი
  • ვანილი

ინგრედიენტები კრემისთვის:

  • 1 ცალი კვერცხი
  • 1 ჩ. ჭ. რძე
  • ნახევარი ჩ. ჭ. შაქარი
  • 2,5 ს. კ. ფქვილი
  • ვანილი
  • 50 გრ კარაქი

მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 50 გრ კარაქი
  • 3 ს. კ. კაკაო
  • 4 ს. კ. შაქარი
  • 4 ს. კ. არაჟანი
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. მოცემული დესერტის ცომი უმარტივესი მოსამზადებელია. კვერცხი შაქართან და ვანილთან ერთად კარგად ათქვიფეთ, გათეთრებამდე. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და ისევ ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი.
  2. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, გადაიტანეთ მზა მასა, გაანაწილეთ თანაბრად და ბისკვიტი გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება, დაახლოებით 50-60 წუთი. შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით მომზადებული ბისკვიტი გამოდის ფუმფულა და ჰაეროვანი.
  3. კრემის მოსამზადებლად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ ვანილი, რძე და ფქვილი. მოცემული ნარევი კარგად აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურევთ და ადუღეთ, სანამ მასა არ გასქელდება. შემდეგ კრემი გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ კარაქი და მიქსერით ათქვიფეთ.
  4. მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სქელძირიანი ქვაბი. ქვაბში ჩადეთ დაჭრილი კარაქი და დაბალ ცეცხლზე გაადნეთ. დაამატეთ კაკაო, შაქარი, არაჟანი, ვანილი და განუწყვეტლივ ურევთ. შაქარი უნდა გადნეს, მაგრამ მასა ადუღებამდე არ მიიყვანოთ.
  5. ბისკვიტი გაჭერით შუაზე. ერთ ნაწილზე მთლიანად დაიტანეთ მზა კრემი და თანაბრად გაანაწილეთ. ზემოდან დაადეთ მეორე ფენა და დაფარეთ მინანქრით.

დესერტი 3-4 საათით შედეთ მაცივარში, გააციეთ და მიეცით საშუალება კრემი გაუჯდეს. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!