თუ მომატებული წნევა გაწუხებთ, გაიწმინდეთ არტერიები, რაშიც მარტივი საშინაო საშუალება დაგეხმარებათ

არტერიების მთავარი ამოცანა ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებაა, რაც აუცილებელია ჩვენი სხეულის ყველა ორგანოსა და ქსოვილის ფუნქციონირებისთვის.

ჯანმრთელი არტერია არ შეიცავს ბაქტერიებს, ცხიმებსა და ტოქსინებს. სამწუხაროდ, არასწორი კვება და ფიზიკური უმოქმედობა იწვევს არტერიების დაბლოკვას, რასაც შედეგად მოჰყვება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის წარმოქმნა. ამიტომ რეგულარულად უნდა ვიზრუნოთ მათ გაწმენდაზე.

არტერიების გასაწმენდად და ფუნქციონირების აღსადგენად საუკეთესო ვარიანტია ბუნებრივი პროდუქტებით გაჯერებული პრეპარატების გამოყენება.

სტატიაში შემოგთავაზებთ გამწმენდი საშუალების რეცეპტს, რომელიც საუკეთესო ალტერნატივაა მათთვის, ვისაც არტერიებში დაგროვილი ცხიმის გამო აწუხებს მაღალი წნევა.

გაითვალისწინეთ, წნევის მატება არის პირველი სიგნალი იმისა, რომ თქვენს არტერიებს გაწმენდა სჭირდება!

გამწმენდი სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნიორი 4 კბილი
  • წყალი 2 ლ
  • ჯანჯაფილის 2 პატარა ნაჭერი
  • ლიმონი 8 ცალი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ლიმონი კარგად გარეცხეთ, დაჭერით და მოათავსეთ ბლენდერში, დაამატეთ დაჭრილი ჯანჯაფილი, ნიორი და დააბლენდერეთ. მიღებულ მასას დაამატეთ წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ რამდენიმე წუთი.

მომზადებული მასის 100-100 მლ მიიღეთ ჭამამდე 2 საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა – 3 კვირა.

თუ გაწუხებთ კუჭის მომატებული მჟავიანობა ან წლულოვანი დაავადებები, შეიკავეთ თავი ამ საშუალების მიღებისგან. გახსოვდეთ, ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენებამდე რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა ოჯახის ექიმთან.

გისურვებთ ჯანმრთელობას!