ღამით ჩვილი ბავშვივით რომ დაგეძინოთ, ჩაინიშნეთ ორი საშინაო რეცეპტი

0
1342

უძილობა ან ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გაღვიძება ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეგრძნებაა. უძილობა ორგანიზმისთვის ძალიან საზიანოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს სისტემატურ ხასიათს იღებს. უძილობას შედეგად მოჰყვება უხასიათოდ ყოფნა, თავის ტკივილი, სტრესები, დაღლილობა, ხელს უშლის საჭმლის მონელებას.

შემოგთავაზებთ სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც მოცემული პრობლემის მოსაგვარებლად საოცრებებს ახდენს და  უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.

სამკურნალო ნარევის დახმარებით შეძლებთ, მთელი ღამის განმავლობაში მშვიდად დაიძინოთ, რადგან იგი ავსებს ღვიძლისთვის საჭირო გლიკოგენის მარაგს. გლიკოგენი ტვინს აღავსებს ენერგიით. ენრეგია კი ტვინს ძილის დროსაც სჭირდება. ამიტომ, როდესაც ღვიძლი  გლიკოგენის დეფიციტს განიცდის, ვერ უზრუნველყოფს ტვინს ენერგიით, მაშინ თირკმელზედა ჯირკვლები გამოყოფს უფრო მეტ სტრესის ჰორმონებს, ადრენალინს და კორტიზოლს. სტრესის ჰორმონების მაღალი დონე კი იწვევს უძილობას.

სამკურნალო ნარევის ძირითადი ინგრედიენტია ზღვის მარილი, რომელიც ამცირებს სტრესის ჰორმონებს. ეს კი ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას.

ზღვის მარილი ზრდის ოქსიტოცინის, ჰორმონის, დონეს,  რომელიც გეხმარებათ მშვიდად და მოდუნებულად იგრძნოთ თავი.

ქოქოსის ზეთის ძილის წინ გამოყენება სასარგებლოა, რადგან ცხიმი მთელი ღამის განმავლობაში აღავსებს ორგანიზმს მდგრადი ენერგიით. ქოქოსის ზეთი უზრუნველყოფს ძილის ხელშემწყობი ჰორმონის, მელატონინის, ოპტიმალურ დონეს.

სამკურნალო საშუალების მოსამზდებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ს. კ. ქოქოსის ზეთი
  • 1 ჩ. კ. ნატურალური თაფლი
  • 1/8 ჩ. კ. ზღვის მარილი

ნარევის მიღების ორი ვარიანტი არსებობს:

1-ლი ვარიანტი: მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მიიღეთ, მიაყოლეთ ცოტა წყალი.

მე-2 ვარიანტი: ქოქოსის ზეთი და თაფლი აურიეთ, მიიღეთ და მიაყოლეთ ცოტა წყალში გახსნილი 1/8 ჩაის კოვზი ზღვის მარილი. ნარევი მიიღეთ ძილის წინ.

მოამზადეთ  შემოთავაზებული საშუალება, რომელიც მშიდად დაგაძინებთ, ასევე ამცირებს სტრესის ჰორმონების ზემოქმედებას, რამაც შეიძლება შუაღამისას გაგაღვიძოთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩვები, დაიძინეთ მშვიდად და მიიღეთ მაქსიმალური სარგებელი დასვენებიდან.