ხაჭოს ორცხობილები უგემიელესი შიგთავსით. მარტივი მოსამზადებელი, თანაც უგემრიელესია

ხაჭოს ნამცხვრები გამორჩეულია განსაკუთრებული სინაზითა და არომატით. შემოგთავაზებთ ხაჭოს დესერტის რეცეპტს. მსუბუქი ტექსტურის კექსი სასიამოვნო და ტკბილი შიგთავსით  უგემრიელესია.

დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ოთახის ტემპერატურის კარაქი 100 გრ
  • შაქარი 100 გრ
  • კვერცხი 3 ცალი
  • ფქვილი 200 გრ
  • ხაჭო 200 გრ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • ვანილის ესენცია 1 ჩ. კ.
  • მოხარშული შესქელებული რძე 1 ქილა
  • ნიგოზი 50 გრ

მომზადების წესი:

  1. კარაქი და შაქარი აურიეთ. შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხი.
  2. გაცრილ ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და ნელ-ნელა შაზილეთ კვერცხიან მასას. მომზადებული ცომი გაყავით 2 ნაწილად.
  3. კექსის საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ცომის ნახევარი თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ შუაში ჩადეთ შესქელებული რძე და მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი. ზემოდან გაანაწილეთ ცომის დარჩენილი ნაწილი.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-30 წუთი.

კექსი კარგად უნდა ამოვიდეს და ოქროსფრად დაიბრაწოს. დესერტი გააგრილეთ და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.

გემრიელად მიირთვით!