უგემრიელესი ნაზუქი ნიგვზითა და ქიშმიშით. ტკბილეული, რომლის გემოც არასდროს დაგავიწყდებათ

გსურთ, გააოცოთ თქვენი საყვარელი ადამიანები? მოამზადეთ საოცრად გემრიელი, არომატული და ნაზი ტკბილეული. ნიგვზიანი ნაზუქი ისეთი გემრიელი, ნაზი და ფაფუკია, რომ პირში დნება.

ნიგვზიანი ნაზუქი უნდა მოამზადოთ საფუვრიანი უშაქრო ცომით. გაითვალისწინეთ, ცომი უშაქროა, ამიტომ გულსართი მოამზადეთ ტკბილი და შაქრის რაოდენობა თქვენი სურვილის მიხედვით დაარეგულირეთ.

ნაზუქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 670-700 გრ
  • არაჟანი 150 გრ
  • ნიგოზი 160 გრ
  • შაქარი 200 გრ
  • 6 ცალი კვერცხის ცილა
  • კარაქი 360 გრ
  • საფუარი 1 ჩ. კ.
  • ქიშმიში 100 გრ
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ზელთ ცომს. 420 გრ გაცრილი ფქვილი და საფუარი ნიჩაბით აურიეთ. შემდეგ დაამატეთ 230 გრ გამდნარი კარაქი, არაჟანი და მოზილეთ რბილი ცომი. ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და ერთი საათით შედეთ მაცივარში.
  2. ამზადებთ გულსართს. ნიგოზი წვრილად დაჭერით. ქიშმიშს  გამოყენებამდე ცოტა ხნით დაასხით ცხელ წყალი. შემდეგ გადაწურეთ და დაყარეთ ხელსახოცზე.
  3. დარჩენილ ფქვილს შეურიეთ შაქარი, ვანილი. შემდეგ ხელით შეაზილეთ 130 გრ დარბილებული კარაქი. ბოლოს შეურიეთ ნიგოზი და ქიშმიში.
  4. 6 ცალი კვერცხის ცილა ათქვიფეთ მწიკვ მარილთან და ლიმონმჟავასთან ერთად. მიღებული მასა გაყავით ორ თანაბარ ნაწილად.
  5. მზა ცომი გაყავით ორ ნაწილად. ჯერ ერთი ნაწილი გააბრტყელეთ კვადრატის (35/35 სმ) ფორმის ფენად. არათანაბარი კიდეები გაასწორეთ და დაფარეთ კვერცხის ცილით.
  6. გულსართიც გაყავით 2 თანაბარ ნაწილად. ჯერ ერთი, ნაწილი  დაიტანეთ ცილაზე და თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ ფენა რულეტივით გადაახვიეთ, დაჭერით და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც პერგამენტი გაქვთ დაფენილი. ნაზუქებს  ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და გააჩერეთ კიდევ 20 წუთი.
  7. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30 წუთი.

საოცრად გემრიელი, დაბრაწული ნაზუქები ყველას აღაფრთოვანებს. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!