შემოგთავაზებთ ვანილის უგემრიელესი კექსის რეცეპტს. კექსს საოცარ არომატს ჰმატებს შოკოლადის შიგთავსი.
დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 170 გრ
- კარაქი 125 გრ
- შაქარი 200 გრ
- კვერცხი 3 ცალი
- იოგურტი 150 გრ
- კაკაო 40 გრ
- წყალი 50 მლ
- ვანილი მწიკვი
- სოდა ნახევარი ჩ. კ.
- მარილი ნახევარი ჩ. კ.
- რძიანი შოკოლადი 90 გრ
- შავი შოკოლადი 30 გრ
მომზადების წესი:
- თასში აურიეთ შაქარი და ოთახის ტემპერატურის კარაქი. შემდეგ დაამატეთ კვერცხი და მიქსერით ათქვიფეთ.
- ცალკე თასში აურიეთ გაცრილი ფქვილი, სოდა, მარილი და ნელ-ნელა შეაზილეთ კვერცხიან მასას. ბოლოს შეურიეთ იოგურტი.
- ცალკე თასში აურიეთ კაკაო და თბილი წყალი. მომზადებული ცომის მესამედს შეურიეთ კაკაოსა და წყლის ნარევი, ხოლო დარჩენილ ცომს დაამატეთ ვანილი.
- თეთრი ცომი გაყავით 2 ნაწილად. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. ჯერ დაიტანეთ თეთრი ცომის ერთი ნაწილი და თანაბრად გაანაწილეთ, შემდეგ_კაკაოიანი ცომი და ბოლოს თანაბრად გაანაწილეთ თეთრი ცომის მეორე ნაწილი.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 45-55 წუთი.
- კექსი ფორმიდან გაგრილების შემდეგ ამოიღეთ. ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ ჯერ რძიანი შოკოლადი და დესერტის ზედაპირზე თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ გაადნეთ შავი შოკოლადი და გამოსახეთ თქვენთვის სასაურველი ფიგურები.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!