გამონაყარი, ლაქები და ნაოჭები საგრძნობლად რომ შემცირდეს, გამოიყენეთ ხელმისაწვდომი საშინაო საშუალება

1047

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალების რეცეპტს, რომელიც საუკეთესოა ნაოჭების, აკნეს, პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ, აქვს აღმდგენი ეფექტი. ნარევი განაახლებს და არბილებს კანს, აშორებს გამონაყარს, აღიავებს ჭორფლებსა და პიგმენტურ ლაქებს, აშორებს შავ წერტილებს, ასუფთავებს კანს ცხიმოვანი დეპოზიტებისგან და შემდეგ ხურავს ფორებს.

შემოთავაზებული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც გარეგანი გზით, ისე შინაგანი.

მანგანუმით, მაგნიუმითა და იშვიათი ეთერზეთებით დაატვირთული ნარევი გარდა იმისა, რომ აქტიურად გამოიყენება კანის პრობლემების მოსაგვარებლად, მოგიხსნით დაღლილობას, გამორიცხავს საშარდე გზების ინფექციებს, ასწრაფებს გაციების, გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებების მკურნალობას, ამსუბუქებს დიაბეტის სიმპტომებს.

სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი იგრედიენტები:

  • წვრილად დაჭრილი ოხრახუში 2 ს. კ.
  • ლიმონის ან ფორთოხლის წვენი 1 ს. კ.
  • წყალი 200 მლ

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, წყალი აადუღეთ, დაამატეთ ოხრახუში, დაახურეთ ხუფი და ადუღეთ 3-5 წუთი. ნახარში გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. შემდეგ გადაწურეთ, გადაასხით მინის ქილაში და შედეთ მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია 7 დღე.
  2. მზა ნახარშის 2 სუფრის კოვზს დაამატეთ ლიმონის ან ფორთოხლის წვენი და აურიეთ. ძილის წინ ნარევი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი. ნიღაბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის ბოლოს თხელ ფენად წაისვით ნუშის ან ქოქოსის ზეთი.

მოცემული საშუალება ეფექტურად წმენდს კანს, ამცირებს ფორებს, ასწორებს და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას, მოგაშორებთ შავ წერტილებს და კანზე არსებულ სიწითლეს.

რამდენიმე დღის შემდეგ თქვენი კანი იბრწყინებს და სასურველ შედეგსაც მალე მიიღებთ.