თუ წონის დაკლება თქვენთვის ძალზედ რთულია, მიიღეთ ნატურალური სასმელი, რომელიც გააქტიურებს ამ პროცესს

სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივესი საშუალების რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ მეტაბოლიზმის ასწრაფებასა და წონის სწრაფად დაკლებას.

მრავალი საკვები ნივთიერებით დატვირთული შვრია ძალიან სასარგებლო მარცვლეულია, რომლის დახმარებითაც შეძლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას. მისი დახმარებით შეძლებთ წონის დაკლებას.

შემოთავაზებული წესის მიხედვით მომზადებული შვრიის რეგულარულად გამოყენებით სასურველ შედეგს მალე მიიღებთ.

გასახდომი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შვრიის ფანტელი 2 ს. კ.
  • ცივი წყალი 1 ჩ. ჭ.
  • დაფქული შვრია 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. შვრიის ფანტელს დაასხით ცივი წყალი და გააჩერეთ, მინიმუმ 7 საათი.
  2. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, მიღებული მასა დააბლენდერეთ, დაამატეთ დაფქული შვრია და თაფლი.
  3. მომზადებული სასმელი მიიღეთ ყოველ დღე, სადილამდე 10 წუთით ადრე.

ამ გზით შეძლებთ ცხიმების წვის პროცესის გააქტიურებას და ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას.