რა ცვლილებები წარიმართება თქვენს სხეულში, თუ აბსოლუტურად ყველა სასმელს წყლით ჩაანაცვლებთ

წყალი ბუნებრივი სიმდიდრეა. სიცოცხლის ელექსირია. წყალი აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. წმენდს ორგანიზმს, გამოდევნის ტოქსინებს, ასწრაფებს მეტაბოლიზმს და ამცირებს სხვადასხვა დაავადებათა განვითარების რისკს.

რა მოუვა ორგანიზმს, თუ 1 თვის განმავლობაში უარს იტყვით ყველა სასმელზე? წყლით ჩაანაცვლებთ ჩაის, ყავას, ტკბილ გაზიან და  მინერალურ სასმელებს, წვენებს.

შემოგთავაზებთ 4 უპირატესობას, რომელთაც ამ ექსპერიმენტის შედეგად მიიღებთ

შემეცნებითი სარგებელი

არსებობს პირდაპირი კავშირი სასმელ წყალსა და ტვინის ფუნქციონირებას შორის, რადგან თქვენი სხეულის 70% წყლისგან შედგება. წყლის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულმავიწყობა, მეხსიერების დაქვეითება, დაღლილობა, თავის ტკივილი და ძილის პრობლემები.

ტვინი ჩვენი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა.  ტვინის უჯრედებს 2-ჯერ მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე ორგანიზმის სხვა უჯრედებს. წყალი უზრუნველყოფს ამ ენერგიას. ამიტომ აუცილებელია ყოველდღიური დატენიანება.

დეტოქსიკაციის სარგებელი

წყალი უჯრედებს აწვდის საკვებ ნივთიერებებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ორგანიზმს ნარჩენებისგან, უნარჩუნებს თირკმელებს ჯანმრთელობას. თუ არ იღებთ საკმარისი რაოდენობის წყალს და ჩვენს სისტემებში საჭირო წყალი არ გაედინება, ორგანიზმში  გროვდება ნარჩენები, რაც ძალიან საზიანოა თქვენი საერთო კეთილდღეობისთვის.

თირკმელები მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც მონაწილებას იღებს ორგანიზმის გაწმენდაში. თუ თირკმელები არ იღებს საჭირო რაოდენობის წყალს, ფილტრაციის ფუნქცია ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას და, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სწრაფი გაუარესება.

მეტაბოლური სარგებელი

წყალი ხელს უწყობს წონის კლებას, რადგან ის ასწრაფებს მეტაბოლიზმს. წყალი მადის დამთრგუნველი ბუნებრივი საშუალებაა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, როდესაც თირკმელები არ იღებს  საკმარის წყალს, ვერ ფუნქციონირებს გამართულად და ტოქსინების გამოდევნის პროცესში ერთვება ღვიძლი. ღვიძლი პასუხისმგებელია შენახული ცხიმის მეტაბოლიზებაზე, მაგრამ თირკმელების ფუნქციის შესრულების გამო, ის ვეღარ ცვლის ცხიმებს, რაც იწვევს ცხიმის დაგროვებას.

დალიეთ საჭირო რაოდენობის წყალი, რადგან დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

სარგებელი თმისა და კანისთვის

თქვენი თმისა და კანის ჯანმრთელობა დამოკიდებულია, თუ რას აწვდით ორგანიზმს. სხვა უჯრედების მსგავსად, თმისა და კანის უჯრედებს სჭირდება დატენიანება. სათანადო დატენიანება თმას აძლიერებს, მატებს მოცულობას. წყალი აუცილებელია კანის დასატენიანებლად და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.

დეჰიდრატირებულმა კანმა შეიძლება გამოიწვიოს კანის სიმშრალე და აქერცვლა, რაც შემდეგ იწვევს ნაოჭების წარმოქმნას.

შეეცადეთ, რომ კანი იყოს დატენიანებული. მიიღეთ საჭირო რაოდენობის წყალი და შხაპის მიღების შემდეგ წაისვით დამატენიანებელი საცხი.

ცადეთ და 30 დღის განმავლობაში არ დალიოთ ყავა, ჩაი, წვენები, მინერალური და გაზიანი სასმელები. ამ გზით შეძლებთ თქვენი გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ხელს შეუწყობთ მეტაბოლიზმის ასწრაფებას, კანისა და თმის ჯანმრთელობას.

უარი თქვით ყველა სასმელზე, დაიცავით წყლის 30 დღიანი დიეტა და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე!