შემოგთავაზებთ უნაზესი და ფხვიერი, შოკოლადის ცომითა და ხაჭოს არომატული შიგთავსით მომზადებული დესერტის, ,,ჟირაფის“, რეცეპტს. უგემრიელესი დესერტი გამორჩეულია ორიგინალური ვიზუალითაც.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქარი 350 გრ
- არაჟანი 300 გრ
- უცხიმო ხაჭო 200 გრ
- კარაქი 200 გრ
- კვერცხი 3 ცალი
- ფქვილი 2,5 ჩ. ჭ.
- ვანილის შაქარი
- კაკაო 2 ს. კ.
- სახამებელი 2 ს. კ.
- სოდა 1 ჩ. კ.
მომზადების წესები:
- დარბილებული კარაქი და მოცემული შაქრის ნახევარი აურიეთ, შეათქვიფეთ 1 ცალი კვერცხი, დაამატეთ გაცრილი ფქვილი, სოდა, კაკაო და მოზილეთ ცომი.
- მზა ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და 20 წუთით შედეთ მაცივარში.
- არაჟანს დაამატეთ ხაჭო, დარჩენილი შაქარი, ვანილის შაქარი, 2 ცალი კვერცხი, სახამებელი და კარგად ათქვიფეთ.
- ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გაყავით 2 არათანაბარ ნაწილად. საცხობ ფორმაში ცომის დიდი ნაწილი თანაბრად გაანაწილეთ. ცომი ამოიტანეთ ფორმის კედლებზეც და ჩაასხით ხაჭოს შიგთავსი.
- დარჩენილი შოკოლადის ცომისგან გამოხელეთ პატარა გუნდები და ხაჭოიან მასაში ალაგ-ალაგ ჩააწყვეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 50-60 წუთი.
დესერტი ფორმიდან გაგრილების შემდეგ ამოიღეთ. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!