შეამოწმეთ, რამდენი ხაზი გაქვთ მაჯაზე – ამბობენ, რომ ეს ნამდვილად ახდენს ბედზე გავლენას

0
2328

ხაზებს მაჯაზე თქვენს ხასიათზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მომავალზე ბევრი რამის თქვა შეუძლიათ. არ გჯერათ? გაიარეთ ეს მარტივი ტესტი და თავად დარწმუნდებით.

პირველი ხაზი:

ჩვეულებრივ ადამიანს მაჯაზე ორი ან სამი ხაზი აქვს, მათ „სამაჯურებს“ უწოდებენ. პირველი ხაზი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ასახავს ადამიანის აქტივობასა და ჯანმრთელობას.

თუ ხაზი მკვეთრადაა გამოხატული, თქვენ ნამდვილად სწორ გზაზე დგახართ – იცხოვრეთ სრულყოფილად, იკვებეთ სწორად. თქვენ დიდხანს და ბედნიერად ცხოვრების ყველა შანსი გაქვთ.

თუ ზოგ ადგილას ხაზი ბუნდოვანია, ცხოვრების სტილის შეცვლაზე უნდა დაფიქრდეთ.

შეცვალეთ კვების რაციონი და სტრესს მოერიდეთ. ქირომანტები გეტყვიან, რომ წყვეტილი ხაზი იმის მანიშნებელია, რომ ბავშვობის ოცნების ასრულება გაგიჭირდებათ.

მეორე ხაზი:

თუ ხაზი მკაფიოდ ჩანს და არ წყდება, თქვენ ცხოვრებაში წარმატება გელოდებათ. თუ განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოხატული, სიმდიდრეს ელოდეთ. თუ ხაზი წყდება, ფინანსური სირთულეებისთვის მოემზადეთ.

მესამე ხაზი:

ეს ხაზი ყველას არ აქვს. თუ მესამე ხაზი გაქვთ, რომელიც არ წყდება, თქვენ სხვა ადამიანების ცხოვრებაზე, სამსახურსა და პირად ურთიერთობებზე დიდ გავლენას მოახდენთ. სავარაუდოდ, სამყარო დაგიმახსოვრებთ.

მეოთხე ხაზი:

თუ მაჯის „სამაჯურზე“ მეოთხე ხაზიც გაქვთ, თქვენ დიდ ოჯახში ხანგრძლივი ცხოვრება გელოდებათ. ქირომანტები ამბობენ, რომ მეოთხე ხაზი ადამიანს ბევრ ბავშვს ჰპირდება.

არ გჯერათ? ეს თქვენი უფლებაა. რა თქმა უნდა, მაჯაზე რამდენი ხაზიც არ უნდა გქონდეთ, ისინი თქვენს მომავალს ვერ შექმნიან.

ქირომანტებმა რაც არ უნდა თქვან, თუ ნებისყოფა, სიცოცხლის სიყვარული და თავდაჯერებულობა გაქვთ, ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება გარანტირებული გექნებათ.

გჯერათ ქირომანტიის? გაუზიარეთ ტესტი მეგობრებსაც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here