მოვლილი, გრძელი და ლამაზი ფრჩხილები ქალს თავდაჯერებულობას ჰმატებს.
ფრჩხილების ზრდის სისწრაფეზე გავლენას ახდენს კვება, ჰორმონალური ბალანსი და ბევრი სხვა ფაქტორი.
ფრჩხილებს სათანადო მოვლა სჭირდება. უამრავი ბუნებრივი საშუალება არსებობს, რომლებიც ძალიან ეფექტურია ფრჩხილის ფირფიტის გასამაგრებლად და ზრდის სტიმულირებისთვის.
თუ გსურთ, თქვენი ფრჩხილები ლამაზად გამოიყურებოდეს საუკეთესოა ნივრის, E ვიტამინისა და ლიმონის კომბინაცია.
ისარგებლეთ ნივრის სამკურნალო თვისებებით. მისი კომპონენტები იცავს ფრჩხილებს ბაქტერიებისგან და ნებისმიერი დაზიანებისგან, რაც იწვევს მათ დასუსტებას.
E ვიტამინი კვებავს და ატენიანებს ფრჩხილებს, ხელს უშლის ცვეთას, სტიმულირებს ზრდას.
ლიმონი მოქმედებს როგორც სადეზინფექციო საშუალება, რომელიც აღმოფხვრის სოკოს და წმენდს ფრჩხილებს.
ხელნაკეთი სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ლიმონის წვენი 20 წვეთი
- E ვიტამინი 1 კაფსულა
- ფრჩხილის გამჭირვალე ლაქი
- ნიორი 3 კბილი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ნიორს დაასხით ცოტა თბილი წყალი და გააჩერეთ 20 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ნიორი დაჭყლიტეთ, დაამატეთ E ვიტამინი (კაფსულას უჩხვლიტეთ და გამოწურეთ შიგთავსი) და აურიეთ. შემდეგ შეურიეთ ფრჩხილის გამჭირვალე ლაქი და ლიმონის წვენი.
მომზადებული ხელნაკეთი ლაქი წაისვით ფრჩხილებზე და დაელოდეთ გაშრობას. გაშრობის შემდეგ მოიშორეთ წარმოქმნილი ფენა. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ ყოველდღიურად და ერთი თვის შემდეგ სასურველ შედეგს მიიღებთ.