საშინაო საშუალება, რომელიც გაგიწმენდთ ფილტვებს ლორწოსგან, უმკურნალებს ხველას და სუნთქვის გართულებას

ფილტვებში სითხისა და ლორწოს დაგროვება იწვევეს ტკივილს, ქოშინსა და ხველას. ლორწოსა და ნახველის დაგროვების მიზეზი შეიძლება იყოს სასუნთქი გზების ვირუსული ან ბაქტერიული ანთებითი პროცესები, რომელიც შეიძლება განვითარდეს გაციების ან სხვა რესპირატორული ინფექციებისგან.

პნევმონია შეიძლება გამოწვეული იყოს ფილტვებში ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული ან ვირუსული ინფექციით.

სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც ასუფთავებს ფილტვებს ლორწოსა და ნახველისგან, გაგნკურნვთ ხველისგან, მოგიხსნით ტკივილს და ქოშინს.

ორეგანოს უპირატესობები:

ორეგანო უძიერესი სამკურნალო ბალახია, ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც ასუფთავებს ფილტვებს ლორწოსგან და ფლეგმისგან (ნახველი). მისი სამკურნალო თვისებები ფართო სპექტრით გამოიყენება.

ორეგანო გაჯერებულია ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. სამკურნალო მცენარე შეიცავს დიდი რაოდენობით A, C, E. K-ვიტამინებს, აგრეთვე მდიდარია ბოჭკოებით, ფოლიუმის მჟავით, რკინით, მაგნიუმით, კალიუმით, კალციუმით და B6. ორეგანოს ზეთი ისეთივე ძლიერია, როგორც ანტიბიოტიკი.

ორეგანოს ანტიბაქტერიული თვისებები არის ტრადიციული ანტიბიოტიკების ჯანსაღი ალტერნატივა. ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინების შეწოვის უნარის შემცირება და სასარგებლო ნაწლავის ბაქტერიების ელიმინაცია.

ორეგანოს სამკურნალო თვისებებს აძლიერებს ქიმიური ნაერთები: თიმოლი და კარვაკროლი. კარვაკროლი ეფექტურად გამოიყენება მრავალრიცხოვანი ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგოდ, ხოლო თიმოლი ასტიმულირებს იმუნური სისტემის გაძლიერებას.

როდის უნდა გამოიყენოთ ორეგანო?

როგორც კი გაციებას შეამჩნევთ, დაუყონებლივ მიიღეთ ორეგანოს ჩაი. იგი გაგიძლიერებთ იმუნურ სისტემას, მოგიხსნით დაღლილობის შეგრძნებას, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს გაციებისგან ან სურდოსგან. ორეგანო ტემპერატურის დამწევი საოცრად ეფექტური საშუალებაა.

როგორ მოვამზადოთ ფილტვების გასაწმენდი ორეგანოს ჩაი?

საჭირო ინგრედიენტები:

  • ორეგანოს გამხამრი ფოთლები 2-3 ს. კ.
  • წყალი 1 ლ
  • ლიმონის რამდენიმე ნაჭერი
  • თაფლი გემოვნებით

მომზადების წესები:

ორეგანოს ფოთლები მოათავსეთ თერმოსში, დაასხით ცხელი წყალი და გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, დაამატეთ თაფლი და ლიმონის ნაჭრები. ნაყენი მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში.

ორეგანოს ზეთის გამოყენების წესები:

იმისათვის, რომ გაიძლიეროთ იმუნური სისტემა ორეგანოს ზეთის 3-4 წვეთი დაამატეთ 1 ჩ. ჭ. წყალს და მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ. მოცემული ნარევი ყელის ტკივილის მკურნალია.

დაამატეთ 2-3 წვეთი ორეგანოს ზეთი ინჰალატორს. ღრმად ჩაისუნთქეთ, რათა გათავისუფლდეთ სურდოსგან და ფილტვების ინფექციებისგან.

თუ თქვენ არ გაქვთ ინჰალატორი, მაშინ ქვაბში აადუღეთ წყალი, დაამატეთ ორეგანოს 2-3 წვეთი და შეისუნთქეთ. ეს მეთოდი ძალზე ეფექტურია ფილტვების გასაწმენდად.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.