5 მავნე ჩვევა, რომელიც ინსულტს პროვოცირებს. განსაკუთრებით საყურადღებოა რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის

ინსულტის რისკი ასაკთან ერთად იზრდება. ინსულტის დროს თავის ტვინში ირღვევა სისხლის მიმოქცევა, რაც იწვევს ტვინის ქსოვილის დაზიანებას. ინსულტი სწრაფად განვითარებადი დაავადებაა.

დაავადების განვითარების რისკ-ჯგუფებია: არტერიული ჰიპერტენზია, გულის დაავადებები, ჭარბი წონა, დიაბეტი, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, სტრესები, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, ასაკი (60 წელს ზემოთ).

შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინებით შეძლებთ ინსულტის რისკის შემცირებას.

1. უარი თქვით მოწევაზე

მოწევა ზრდის სისხლის შედედების რისკს და ასქელებს სისხლს, რის გამოც ადამიანს უვითარდება მაღალი წნევა, რაც ინსულტის ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორია.

გაითვალისწინეთ, ,,მოწევა კლავს!“ არასდოს არის გვიანი ამ მავნე ჩვევისგან გათავისუფლება, რადგან მოწევა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის განვითარების მიზეზი ხდება.

2. იყავით აქტიური

ინსულტის პროფილაქტიკისთვის რეგულარულ ვარჯიშს საოცრებების მოხდენა შეუძლია, ამცირებს არტერიულ წნევას და ხელს უწყობს წონის დაკლებას.

სიმსუქნე და უმოძრაო ცხოვრების წესი ასოცირდება ჰიპერტენზიასთან, დიაბეტთან და გულის დაავადებებთან, რაც ზრდის ინსულტის რისკს.

ივარჯიშეთ, იარეთ ფეხით, ისეირნეთ ველოსიპედით!

3. შეზღუდეთ ალკოჰოლი

გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ალკოჰოლს შეუძლია არტერიული წნევის აწევა და ზრდის ინსულტის განვითარების რისკს.

ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებას შედეგად მოჰყვება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების განვითარება.

4. არტერიული წნევის კონტროლი

მაღალი არტერიული წნევა არის ინსულტის ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორი. დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს და დაირეგულირეთ არტერიული წნევა.

5. სწორი კვება

უარი თქვით გადამუშავებული პროდუქტების მიღებაზე, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს, გაჯერებულ ცხიმებს, ტრანსცხიმებს.

რეკომენდებულია, მიიღოთ დიდი როდენობით ხილი, ბოსტნეული, თხილეული, თესლეული და სხვა სასარგებლო პროდუქტები.

გისურვებთ ჯანმრთელობას!