შემოგთავაზებთ უგემრიელესი ლეჩოს რეცეპტს, რომელიც ნებისმიერ კერძს საოცარ გემოსა და არომატს ჰმატებს. ლეჩო უმარტივესი მოსამზადებელია და ინგრედიენტებიც მინიმალური სჭირდება.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- პამიდორი 3 კგ
- ბულგარული პილპილი 25 ცალი
- სტაფილო (დიდი) 5 ცალი
- ხახვი (დიდი) 5 ცალი
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- მარილი 1 ს. კ.
- ზეთი 1 ჩ. ჭ.
- ძმარი 9%-იანი 100 გრ
მომზადების წესი:
- პამიდორი გაატარეთ, დაამატეთ შაქარი, მარილი, ზეთი და ადუღეთ 15 წუთი.
- ბულგარული პილპილი დაჭერით ალყა-ალყა. სტაფილო გახეხეთ. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა.
- მომზადებული ინგრედიენტები დაამატეთ პამიდორს და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ზეთი, მარილი, შაქარი და ადუღეთ 15 წუთი. ბოლოს დაასხით ძმარი და 2-3 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
უგემრიელესი ლეჩო ცხელ-ცხელი გადაიტანეთ ქილებში და მოხუფეთ.