10 მცენარე, რომელიც თქვენს სახლში იდეალურ მიკროკლიმატს შექმნის

ყვავილები გეხმარებიან უფრო სუფთა ატმოსფეროს შექმნაში, ტენიანობის დარეგულირებაში და ასევე გასაჩუქრებენ ჟანგბადით. ასეთი მცენარეები ასევე მნიშვნელოვანია სახლში უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის ბავშვებისა და იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ალერგიები აწუხებთ.

სპატიფილუმი (Spathiphyllum)

ამ ყვავილს ზოგჯერ ქალის ბედნიერებასაც უწოდებენ, რადგან სჯერათ რომ ეს ყვავილი სახლში ბედნიერებასა და სიყვარულს შემოგიტანთ. იგი ზედმეტ ნესტს იწოვს და ასევე გეხმარებათ ობიანი წერტილების გაქრობაში.

ყავა (Coffea)

ამ ყვავილის დამწიფებას 5-6 წელი სჭირდება, ამიტომ სჯობს ბოლომდე გაზრდილი მცენარე იყიდოთ. მას ძალიან ხშირად სჭირდება მორწყვა და ასევე გარკვეული სახის ჩრდილში გაზრდა. სამაგიეროდ ეს მცენარე სახლში ტენიანობას იდეალურად არეგულირებს და თანაც სასიამოვნო ტროპიკულ სურნელს აფრქვევს.

მირტი (Myrtus)

ეს მცენარე მშვიდობის და სიამოვნების სიმბოლოა. ადრე სჯეროდათ, რომ ეს ყვავილი მოხუცებს ახალგაზრდობას უბრუნებდა. ასეთ მითიურ თვისებებთან ერთად ასევე აღსანიშნავია, რომ ეს მცენარე სახლში ჯანსაღი მიკროკლიმატის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. მის მიერ გამოყოფილი ფიტონციდები ჰაერში მიკრობებს კლავენ.

დაფნა (Laurus nobilis)

ეს ყვავილი ადრე ბალახების მჭამელ დინოზავრებს უყვარდათ. ხალხი მას გამარჯვების სიმბოლოდ თვლიდა. იგი ძირითადად სუბტროპიკულ კლიმატში იზრდება, ამიტომაც ბევრი წყლის მიწოდებას საჭიროებს. სამაგიეროდ ეს მცენარე სახლის მიკროკლიმატში ტენიანობის დონეს არეგულირებს და რაც მთავარია, მისი ფოთლების გახმობა და საჭმლის მოსამზადებლად გამოყენება შეიძლება.

ლიმონი (Citrus limon)

ეს ყვავილი გახარებისას ჰაერს სასიამოვნო ციტრუსის სურნელით ავსებს და ამავდროულად ზედმეტ ნესტს იწოვს. მისი ფოთლები ასევე უამრავ სამკურნალო მინერალებს შეიცავენ, რის გამოც ისინი მათ ირგვლივ არსებული ჰაერის სტერილიზებას ახდენენ.

ლავზონის კვიპაროზი (Chamaecyparis)

იაპონიაში ეს მცენარე პატივსაცემ ყვავილად ითვლება. აქ სჯერათ, რომ აღნიშნული მცენარის ფოთლებში გარდაცვლილი ადამიანების მოჩვენებები სახლდებიან. ეს ყვავილი სახლის მიკროკლიმატს აჯანსაღებს და მას საკმარისი ტენიანობით ამარაგებს, ასევე აქრობს მტვერსაც. იგი ასევე თავის ტკივილებსაც კი ამსუბუქებს.

სანსევიერია (Sansevieria)

ეს ყვავილი ჰაერს ანახლებს, დიდი ოდენობით ჟანგბადს გამოყოფს და სინთეტიკური პროდუქტების მიერ გამოყოფილ ორთქლს ანეიტრალებს. სახლის კუთხეში მისი მოთავსებით მართლაც დიდ სარგებელს ნახავთ.

ფიკუსი (Ficus)

ეს ყველაზე პოპულარული მცენარეა სახლის ყვავილებს შორის. იგი ჰაერის ტენიანობას აუმჯობესებს და მას ჟანგბადით ავსებს. ასევე იგი ანეიტრალებს ტოქსინებსა და ვირუსებს, თანაც დიდი ყვავილების დახმარებით მტვერსაც იწოვს. მას სერიოზული მოვლა არ სჭირდება და სწრაფად იზრდება, ასევე ბევრი მორწყვის საჭიროებაც არ გააჩნია.

ცისუსი (Cissus)

ეს ყვავილი მარტივად ეხვევა ყველა მხარდამჭერ სტრუქტურას გაზრდის პროცესში და მარტივად ეჩვევა მშრალ ჰაერს, თანაც მას საჭირო ტენიანობას სძენს. თუმცა, ამ მცენარეს ბევრი ჩრდილი და რეგულარული მორწყვა სჭირდება.

კალანჰოე (Kalanchoe)

ეს ნიჭიერი მცენარეა და მისი არცერთი სახეობა არ ჰგავს ერთმანეთს. იგი წარმოშობით მადაგასკარიდანაა და საუკეთესო არჩევანია მშრალი გარემოს მქონე სახლებისათვის. იგი ფოთლებში ტენიანობას ინარჩუნებს და ამის წყალობით არეგულირებს სახლის მიკროკლიმატს. მას ბევრი წყალი არ სჭირდება, თუმცა აუცილებლად ბევრი მზის სხივების მიღება უნდა შეძლოს გასაზრდელად.