თუ კუნთების ხშირი კრუნჩხვები გაწუხებთ, გადადგით 5 მარტივი ნაბიჯი პრობლემისგან თავის დასაღწევად

ფეხის კრუნჩხვები არის მტკივნეული მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება ფეხის კუნთების შეკუმშვის დროს. სპაზმმა შეიძლება მოიცვას მთლიანი კუნთი ან მხოლოდ მცირე ნაწილი. ზოგჯერ რამდენიმე კუნთია ჩართული, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს,  რომელიც კრუნჩხვის დასრულების შემდეგაც იგრძნობა. კრუნჩხვები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წამიდან თხუთმეტ წუთამდე ან უფრო მეტხანსაც.

კუნთების კრუნჩხვების ყველაზე გავრცელებული მიზეზი მაგნიუმის, ნატრიუმისა და კალიუმის დეფიციტია, რაც ასევე იწვევს კუნთების დაღლილობას.

გაწუხებთ კრუნჩხვები? ყურადღებით გაეცანით სტატიას და  გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები. ისინი ძალიან სასარგებლოა ამ უსიამოვნო პრობლემის სამკურნალოდ და ასევე ეფექტურია მათი პროფილაქტიკისთვის.

ლიმონიანი წყალი

ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალება სახსრების ტკივილისა და ფეხის კრუნჩხვების დროს. მას აქვს უნარი სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრას ანთება და დაარეგულიროს მჟავა-ტუტოვანი ბალანსი. რეკომენდებულია, დღეში რამდენჯერმე მიიღოთ თბილი წყლისა და ცოტა ლიმონის წვენის ნარევი. სამკურნალო პროცესის ხანგრძლივობა კრუნჩხვების სრულ აღმოფხვრამდე.

ფიზიკური აქტივობა

საუკეთესო საშუალება რეგულარული ვარჯიში, მინიმუმ  ნახევარი საათი დღეში. დაკავდით ცურვით, ბევრი იარეთ სუფთა ჰაერზე, ისეირნეთ ველოსიპედით და შეუნარჩუნთ  თქვენს კუნთებს კარგი მდგომარეობა და გაიძლიერეთ ისინი, გაიუმჯობესეთ სისხლის მიმოქცევა. თუ გაქვთ ხშირი კრუნჩხვები, განსაკუთრებით ღამით, აუცილებლია მათი პრევენციისთვის რეგულარული ვარჯიში.

მდოგვის ზეთი კრუნჩხვების თავიდან ასაცილებლად

მდოგვის ზეთი გაჯერებულია სამკურნალო თვისებებით და უამრავი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის. ის გამდიდრებულია ღირებული საკვები ნივთიერებებით, რომლებიც აძლიერებს ორგანიზმს. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით გოგირდსა და მაგნიუმს. აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

კრუნჩხვების თავიდან ასაცილებლად საუკეთესოა სუფთა მდოგვის ზეთის მასაჟი. დღეში 1-2-ჯერ 15 წუთის განმავლობაში ხელებზე და ფეხებზე გაიკეთეთ მასაჟი. ზეთში არსებული მაგნიუმი უზრუნველყოფს კუნთების სიცოცხლისუნარიანობას და დაეხმარება მათ ბუნებრივ მოდუნებაში.

ეპსომის მარილი

ეპსომის მარილი უძველესი დროიდან გამოიყენება. იგი მდიდარია მაგნიუმით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კუნთების ჯანმრთელობისთვის. ის აგრეთვე შეიცავს დიდი რაოდენობით სულფატს, რომელიც საუკეთესო დამხმარეა ორგანიზმის  ტოქსინებისგან გასაწმენდად, რაც არის კუნთების კრუნჩხვის ერთ-ერთი მიზეზი.

მაგნიუმის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები. ეპსომის მარილს შეუძლია მაგნიუმის გამოყოფა, ამიტომ კრუნჩხვების სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებად ითვლება. მოამზადეთ 50-100 გრ მაგნიუმის სულფატისა და თბილი წყლის აბაზანა და 30-40 წუთით ჩაყავით ფეხები. კანი შეიწოვს ეპსომის მარილში არსებულ მაგნიუმს და ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას.

დალიეთ წყალი

კუნთების კრუნჩხვები ხშირად გამოწვეულია დეჰიდრატაციით, ამიტომ მნიშვნელოვანია ყოველდღიურად დალიოთ საკმარისი წყალი. მიიღეთ დღეში მინიმუმ 6-9 ჭიქა წყალი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე. წყალი გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და კანს უნარჩუნებს ჯანსაღ იერს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!