კანი ნაოჭების, ლაქებისა და შავი წერტილებისგან თავისუფალი რომ იყოს, ჩაინიშნეთ რამდენიმე მარტივი ნიღბის რეცეპტი

ფორთოხალი მდიდარია C ვიტამინით, ასევე შეიცავს A და B ვიტამინების, კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმისა და კალიუმის მნიშვნელოვან რაოდენობას.

ფორთოხალი საოცრებებს ახდენს კანისთვის. შემოგთავაზებთ სუპერპროდუქტის სამკურნალო თვისებებზე დაფუძნებული საუკეთესო ნიღბების რეცეპტებს.

1. ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფორთოხლის წვენი
  • გაფილტრული წყალი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით და  აურიეთ. ნარევი ჩაასხით ყინულის კუბიკების ფორმაში და შედეთ საყინულეში.

ფორთოხლის წვენის ყინულის კუბიკები შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სასურველ შედეგს მალე მიიღებთ.

2. პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ნიღაბი

ყოველ საღამოს, ძილის წინ, პიგმენტურ ლაქებზე შეიზილეთ ფორთოხლის წვენი და სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე. დილით სახე ცივი წყლით დაიბანეთ.

მოცემული საშუალება გამოიყენეთ საღამოს, რადგან მზის სხივები უფრო ცუდად იმოქმედებს ლაქებზე.

3. დამატენიანებელი და მკვებავი ნიღაბი

თანაბარი რაოდენობით აიღეთ ავოკადოსა და ფორთოხლის რბილობი, დააბლენდერეთ და მიღებული ნარევი თანაბრად გაინაწილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 20-25 წუთი. ნარჩენები ცივი წყლთ ჩამოიბანეთ. პროცედურის ბოლოს თხელ ფენად გადაისვით ქოქოსის ან ზეითუნის, ან სელის ზეთი.

4. კანის აღსადგენი ნიღაბი

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კვერცხის გული
  • ფორთოხლის წვენი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მიღებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ და თხელ ფენად გადაისვით ქოქოსის ზეთი.

5. კანის გამაახალგაზრდავებელი და შავი წერტილების საწინააღმდეგო ნიღაბი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ფორთოხლის ქერქის ფხვნილი
  • იოგურტი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

ფორთოხლის კანები გააშრეთ და შემდეგ დაფქვით. იოგურტს დაამატეთ იმ რაოდენობის ფორთოხლის ქერქის ფხვნილი, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მალამოსებური მასა.

ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. შემდეგ ნარჩენები წრიული მოძრაობებით შეიზილეთ კანზე. ამ გზით შეძლებთ შავი წერტილების მოშორებას. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 3-ჯერ, სასურველი შედეგის მიღებამდე. შავი წერტილები თანდათან შეგიმცირდებათ.

გამოიყენეთ მოცემული საშუალებები და მინიმუმი დანახარჯიდან მიიღეთ მაქსიმალური შედეგი.