როგორ მოვამზადოთ კომშის მურაბა, რომელიც ვიტამინებისა და მინერალების დიდი წყაროა

კომში ძალიან სასარგებლო ხილია. შეიძლება ითქვას, რომ იგი ვიტამინების ბომბაა. ამ საოცრად არომატული ხილის შემადგენლობაში შედის პროვიტამინი A,  ვიტამინები: E, C, PP და B, აგრეთვე უამრავი მაკრო და მიკროელემენტები, კალიუმი, ნატრიუმი, პექტინი.

სასარგებლო შემადგენლობის წყალობით კომში გამოიყენება პანკრიასის, ანემიის, ჰიპერტონიის, კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ. კომში ბუნებრივი ეფექტური შარდმდენი საშუალებაა.

ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა კომშის თესლის ნახარში, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ თვალის დაავადებათა სამკურნალოდ და ანგინის დროს სავლებად. ნახარში მოამზადეთ შემდეგი წესის მიხედვით: 5-10 გრ კომშის თესლს დაასხით 100 მლ წყალი და აადუღეთ.

სტატიაში შემოგთავაზებთ კომშის მურაბის მომზადების განსხვავებულ მეთოდს.

კომშის მურაბა ლიმონითა და ნიგვზით

საჭირო ინგრედიენტები:

  • მწიფე კომში 2,5 კგ
  • შაქარი 2 კგ
  • წყალი 300 მლ
  • თხილი 300 გრ
  • ლიმონი 1 ცალი

მომზადების წესი:

  1. კომში კარგად გარეცხეთ. გაყავით 4 ნაწილად, გაასუთავეთ თესლისგან. დაჭრილი კომში რომ არ გაშავდეს, ჩაყარეთ წყალში და დაამატეთ მწიკვი ლიმონმჟავა.
  2. 1-2 წუთი ადუღეთ, შემდეგ ნაყოფი ამოიღეთ და ცოტა ხანს გააჩერეთ. წყალში, რომელშიდაც კომში იხარშებოდა ჩაყარეთ 700 გრ შაქარი, დადგით საშუალო ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ.
  3. როდესაც შაქარი გადნება ჩაყარეთ კომში და ადუღეთ 10 წუთი, გადმოდგით ცეცხლიდან, ქაფი მოხადეთ და 10-12 საათი გააჩერეთ.
  4. მეორე დღეს კვლავ დააყარეთ 700 გრ შაქარი და ადუღეთ 10 წუთი, გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 10-12 საათი.
  5. მესამე დღეს დააყარეთ დარჩენილი შაქარი, დაჭრილი ნიგოზი და ლიმონი. კომშის მურაბა დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ კიდევ 10 წუთი.

მომზადებული მურაბა გადაიტანეთ ქილებში და გემრიელად მიირთვით.