მარტივი საშინაო მეთოდი ქუსლებიდან გარქოვანებული კანის მოსაშორებლად

განსაკუთრებულ მოვლასა და ყურადღებას საჭიროებს ფეხის კანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთ პრობლემათა წინაშე აღმოჩნდებით, როგორიცაა კანის გაუხეშება, აქერცვლა, ნახეთქები, კოჟრები, სოკოვანი ინფექციები.

ფეხის კანზე პრობლემების წარმოქმნის ძირითადი მიზეზი არის მოუხერხებელი ფეხსაცმელი, არასათანადო დატენიანება, ჰიგიენის დაუცველობა.

საბედნიეროდ, მოცემული პრობლემების აღმოსაფხვრელად უმარტივესი ინგრედიენტებით დატვირთული უამრავი ხელნაკეთი საშუალება არსებობს.

სტატიაში შემოგთავაზებთ ბიუჯეტური და ეფექტური საშუალების რეცეპტს, რომლის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების უნიკალური თვისებების წყალობით შეძლებთ მარტივად მოიცილოთ კოჟრები, ბზარები, ფეხის სოკო.

მოცემული საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კურკუმა 1 ს. კ.
  • სამედიცინო სპირტი 1 ჩ. ჭ.
  • ასპირინი 10 აბი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. პატარა ქილაში აურიეთ სპირტი და კურკუმა. ასპირინის აბები დაფშხვენით, დაამატეთ ნარევს და  კარგად შეანჯღრიეთ. შემდეგ დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში.
  2. საღამოს, ძილის წინ, ფეხები დაიბანეთ და ტერფების კანზე მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ მომზადებული ნარევი,  პროცედურის ბოლოს შემოიხვიეთ ბამბის ქსოვილი, შემდეგ_ცელოფანი და ამოიცვით წინდა.
  3. დილით საფენი მოიხსენით, დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი მალამო. პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ საღამოს.

მარტივი ხრიკი სულ რაღაც 10 დღეში მოგიხსნით კანის ნებისმიერ პრობლემას ფეხებზე!