ფეხსაცმლის ძირები თეთრი, იდეალურად სუფთა და ქათქათა იქნება, თუ უმარტივეს ხრიკებს მიმართავთ

7718

დამეთანხმებით, რომ სპორტული ფეხსაცმელი თეთრი ძირებით საკამოდ რთული მოსავლელია. თუ თეთრი ძირები დაკარგავს სიქათქათეს, ფეხსაცმელიც კარგავს პეწს.

შემოგთავაზებთ ბიუჯეტურ პროდუქტებზე დაფუძნებულ რამდენიმე უმარტივეს ხერხს, რომელთა საშუალებით შეძლებთ თქვენი საყვარელი სპორტული ფეხსაცმლის თეთრი ძირების გაქათქათებას.

პირველი ვარიანტი

სასურველ შედეგს მიიღებთ კბილის პასტის საშუალებით. შეარჩიეთ იაფი, თეთრი კბილის პასტა.

პირველ რიგში, ძირებს მოაშორეთ ჭუჭყი, წაუსვით კბილის პასტა და ჯაგრისით კარგად გაწმინდეთ. გააჩერეთ 15 წუთი და შემდეგ გარეცხეთ თბილი წყლით.

მეორე ვარიანტი

აცეტონი აშორებს ძნელად მოსაშორებელ ჭუჭყს. აცეტონი დაიტანეთ ბამბის ტამპონზე და წაუსვით მხოლოდ ძირებზე. შემდეგ ძირები გარეცხეთ გამდინარე წყალში.

მესამე ვარიანტი

ლიმონმჟავა არის ყველაზე ეფექტური საშუალება, რომელიც აშორებს სიყვითლეს და სხვა ნებისმიერ დაბინძურებას. დაგჭირდებათ კბილის ჯაგრისი. სველ ჯაგრისზე დაყარეთ ლიმონმჟავა და გახეხეთ ძირები. ცოტა ხანს გააჩერეთ და შემდეგ გარეცხეთ გამდინარე წყალში.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გააქათქათეთ თქვენი საყვარელი სპორტული ფეხსაცმლის თეთრი ძირები.