შემოგთავაზებთ უსაფრთხო და უმარტივეს მეთოდს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ თქვენი გაზქურა სისუფთავისგან ბზინავდეს. მეთოდი დაფუძნებულია ყველასთვის ხელმისაწვდომ პროდუქტებზე. მიჰყევით მოცემულ რეცეპტს და რამდენიმე წუთში სასურველ შედეგს მიიღებთ.
დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ძმარი 9%-იანი
- ლიმონმჟავა 20-30 გრ
- ჭურჭლის სარეცხი საშუალება
- ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი
- საკვები სოდა
გამოყენების წესები:
- გაზქურის ზედაპირზე, განსაკუთრებით კი ცხიმით დაბინძურებულ ადგილებზე, მოასხით ძმარი და მოაყარეთ სოდა.
- შემდეგ ლიმონმჟავა გახსენით 50 მლ თბილ წყალში და ზემოდან მოასხით გაზქურის ზედაპირს. ნარევი სამოქმედოდ დატოვეთ 2-3 წუთი. შემდეგ მოასხით ჭურჭლის სარეცხი საშუალება და გააჩერეთ კიდევ 5 წუთი. აიღეთ ღრუბელი და გაზქურის ზედაპირი გაწმინდეთ.
- ბოლოს აიღეთ სუფთა ტილო, დაასველეთ ძმრით და გაწმინდეთ გაზქურის ზედაპირი.
მცირე ძალისხმევა, მინიმალური ინგრედიენტები და თქვენი გაზქურა ახალივით იბრწყინებს.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, გაიადვილეთ და გაიმარტივეთ ცხოვრება!