როგორ ავირიდოთ შუბლზე ნაოჭების გაჩენა და შევძლოთ მათი ზომაში შემცირება ხელნაკეთი ნიღბის დახმარებით

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ხელნაკეთი ნიღაბის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ შუბლზე ნაოჭების გასწორებას.

გაახალგაზრდავების ამ მეთოდის გამოყენების დადებითი მხარეები მოიცავს სახის კუნთების სასიამოვნო მოდუნებას, კანქვეშა შეშუპების აღმოფხვრას, კანის დაჭიმვას და ნაოჭების გასწორებას.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანე ჩაის ნაყენი, ოხრახუშის ნაყენი, პიტნის ნაყენი, მსუბუქი ყავა, ცივი წყალი (აირჩიეთ თქვენთვის სასურველი) ნახევარი ჩ. ჭ.
  • ჟელატინი 2-3 ჩ. კ.
  • მარილი (არ გამოიყენოთ იოდიზირებული) 2 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მარილი გახსენით მწვანე ჩაის ნაყენში (ან აირჩიეთ ჩამოთვლილთაგან თქვენთვის ხელმისაწვდომი), დაამატეთ ჟელატინი, მოურიეთ და გააჩერეთ რამდენიმე წუთი.
  2. მომზადებულ მასას შეგიძლიათ დაამატოთ 1 კაფსულა E ვიტამინი. კაფსულა ფრთხილად გახვრიტეთ ნემსით და შიგთავსი შეურიეთ ნიღაბს.
  3. მარლის საფენი გადაკეცეთ 3-4 ფენად, დაიტანეთ მასზე მომზადებული მასა, გაანაწილეთ თანაბრად და დაიდეთ შუბლზე. შეგიძლიათ ნიღაბი გამოიყენოთ კანის სხვა პრობლემურ ადგილებზეც. სამოქმედოდ დაიტოვეთ მინიმუმ 40 წუთი.
  4. თუ ნიღაბის გამოყენების შემდეგ იგრძნობთ კანის სიმშრალეს, აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი შრატი ან გელი.
  5. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 1 თვე.

მოცემული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ ნასოლაბიალური ნაკეცებისთვის (ცხვირის ნესტოებიდან ტუჩის კუთხეებამდე), წარბის ხაზებისთვის და თვალების ირგვლივ ნაკეცებისთვის.

მოცემული საშუალება ბოტოქსის ხელმისაწვდომი  ალტერნატივაა, გამოიყენეთ და შედეგით ისიამოვნეთ!