ჰაეროვანი და ფხვიერი ღვეზელის რეცეპტი მოცვითა და არაჟნით. უგემრიელესი გამოდის

შემოგთავაზებთ მოცვისა და არაჟნის უგემრიელესი, ჰაეროვანი და ფხვიერი ღვეზელის რეცეპტს. ვიზუალურად ლამაზ ღვეზელს ჯადოსნური გემო ქვს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 200 გრ
  • დარბილებული კარაქი 90 გრ
  • შაქრის ფხვნილი 40 გრ
  • მარილი მწიკვი
  • ლიმონის ცედრა 1 ჩ. კ.
  • კვერცხი 1 ცალი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • წითელი მოცვი (შეგიძლიათ გამოიყენოთ წითელი მოცხარი) 200 გრ
  • არაჟანი 200 გრ
  • შაქარი 100 გრ
  • ვანილი
  • კვერცხი 2 ცალი
  • სიმინდის სახამებელი 1,5 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. ცომისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტით მოზილეთ ცომი. მზა ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და 30 წუთით შედეთ მაცივარში.
  2. გამოსაცხობად დაგჭირდებათ 24 სმ დიამეტრის ფორმა. ცომი ფორმის ზედპირზე თანაბრად გაანაწილეთ და კიდეებზეც ამოიტანეთ.
  3. შიგთავსის მოსამზადებლად აურიეთ არაჟანი, შაქარი, სახამებელი და კვერცხი.
  4. ცომზე თანაბრად გაანაწილეთ მოცვი და დაფარეთ მომზადებული შიგთავსით.
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება, დაახლოებით, 40 წუთი.

გაგრილებული ღვეზელი 1-2 საათით შედეთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!