რისი თქმა შეუძლია სახეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ტრადიციული აღმოსავლური მედიცინის მიხედვით, ჩვენი სახე იდეალურად ასახავს ჩვენი ჯანმრთელობისა და ცხოვრების წესის ხარისხს. ამიტომ სასარგებლო იქნება გავიგოთ, თუ რისი თქმა სურს ჩვენს სახეს და რა ჩვევები გვაქვს შესაცვლელი. ნახეთ ყველაზე საინტერესო დეტალები, რომელიც სახეზე დაკვირვებით შეგიძლიათ გაიგოთ:

შეწითლებული სახე

თქვენ ალბათ ზედმეტად დიდი დრო დახარჯეთ ვარჯიშში, რის გამოც სახის კანს საკმარისი ჟანგბადის მიღებაში შეუშალეთ ხელი. ეს ყველაზე მეტად თქვენს ლოყებზე ახდენს გავლენას. შეიმუშავეთ ჯანსაღი ვარჯიშისა და დიეტის რუტინა.

დასიებული სახე

ასეთი სახე იმაზე მიანიშნებს, რომ სტრესისა და ალკოჰოლის მიღების დონე უნდა შეამციროთ. ასევე ამ ორთან ერთად ვარჯიშის ნაკლებობაც თქვენი კოლაგენების გამომუშავებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, რაც კანს უფრო ასიებს სახის მიდამოებში.

ნაოჭები

გაითვალისწინეთ, რომ დიდი ხნით მზის ქვეშ გაჩერება და ულტრაიისფერი სხივებით დატკბობა ნაადრები ნაოჭების გაჩენას იწვევს. ამის მიზეზი ისაა, რომ თქვენი თვალების ირგვლივ კანი უფრო თხელი და დელიკატურია, რის გამოც მზე მას მარტივად აზიანებს. ასეთ დროს იხმარეთ მზის კრემი.

მშრალი კანი

თქვენი ცუდი დიეტა სავარაუდოდ მთავარი მიზეზია სახის კანის გამოშრობისა და სენსიტიურობის. ცუდი დიეტით თქვენ ორგანიზმს აკლებთ საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს, რომელიც კანის ელასტიურობისთვისაა საჭირო. ასეთ დროს უნდა მიირთვათ სხვადასხვა ფერის ბოსტნეული.

კანის სიწითლე

ბევრი ყავის დალევამ შესაძლოა კანის გაღიზიანება და გაწითლება გამოიწვიოს. კოფეინი თქვენს უჯრედებს აშრობს, რაც ანთებასა და სიმშრალეს იწვევს. ასევე თუკი დღისით გძინავთ და ღამით მუშაობთ, მაშინ სახის ასეთი მდგომარეობა D ვიტამინის ნაკლებობით შეიძლება იყოს გამოწვეული. სცადეთ მზეში გასეირნება.

ყვითელი კანი

თუკი კანის სიყვითლეს შენიშნავთ, მაშინ შეიძლება ანემია ან ღვიძლის პრობლემები გაწუხებდეთ. ასეთ დროს აუცილებელია მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

ფერმკრთალი კანი

თუკი თქვენი სახე ჩვეულებრივზე უფრო ფერმკთალ შეფერილობას მიიღებს, ეს შესაძლოა რკინის ნაკლებობის შედეგი იყოს. მიირთვით რკინით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა მაგალითად ხორციანი კერძები. ასევე ჭამეთ C ვიტამინით სავსე ხილი და ბოსტნეული, რადგან ეს რკინის შეწოვას უფრო აადვილებს ორგანიზმში.

შავი ზოლები თვალების ქვეშ

თუ ინსომნია გტანჯავთ ან არაჯანსაღი დიეტით იკვებებით, მაშინ ამ ზოლების მოშორება ძალიან გაგირთულდებათ. თამბაქოს და ალკოჰოლის მიღება ასევე ნეგატიურ ეფექტს ახდენს თქვენი თვალის ირგვლივ არსებულ კანზე. გამოიძინეთ მინიმუმ 8 სააათის განმავლობაში და იკვებეთ ჯანსაღად.

გამონაყარი

თუკი ცხიმებით და შაქრით სავსე დიეტას მიყვებით, მაშინ შეიძლება ეს იყოს გამონაყარის გაჩენის მიზეზი. ზოგჯერ ამას ჰორმონალური ცვლილებებიც იწვევს. ამის გამოსასწორებლად მიირთვით უფრო ჯანსაღი საკვები.

სიცილის ზოლები და ნაოჭები პირის ირგვლივ

თუკი პირის ირგვლივ ღრმა ნაოჭები გაგიჩნდათ, ესეიგი ბევრს იცინით. სიცილი თქვენთვის სასარგებლოა, თუმცა ასეთი ნიშნები იმაზეც მიანიშნებს, რომ B ვიტამინის ნაკლებობას განიცდით და ასევე დაბზარული ტუჩები ზედაპირის ქონა C ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს. მიირთვით მწვანე ბოსტნეული და ფორთოხალი.