ისეთი არომატებისა და გემოების შერწყმა, როგორიცაა კაკაო და ლიმონი, დაუვიწყარ კომბინაციას ქმნის და ყველასთვის საყვარელი მაფინები კიდევ უფრო სასურველი გახდება.
მიჰყევით რეცეპტს, მოამზადეთ შოკოლადისა და ლიმონის ცომების შერწყმით ნაზი, ჰაეროვანი, ლამაზი კექსები და ისიამოვნეთ. ლიმონის ცედრა შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ფორთოხლის ცედრით.
მაფინების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი 200 გრ
- შაქარი 150 გრ
- კვერცხი 4 ცალი
- ფქვილი 200 გრ
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- მარილი ¼ ჩ. კ.
- კაკაოს ფხვნილი 2 ს. კ.
- ლიმონის ცედრა 1 ჩ. კ.
- კეფირი ან არაჟანი 100 მლ
მომზადების წესი:
- გაცრილ ფქვილს შეურიეთ მარილი და გამაფხვიერებელი.
- ოთახის ტემპერატურის კარაქს დაამატეთ შაქარი, ვანილის შაქარი და ათქვიფეთ. შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები, ბოლოს_არაჟანი ან კეფირი.
- მიღებულ მასას ნაწილ-ნაწილ დაამატეთ ფქვილის ნარევი. მიიღებთ სქელი არაჟნის მსგავს მასას.
- ცომი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად. ერთ ნაწილს შეურიეთ ლიმონის ცედრა, ხოლო მეორეს_ კაკაო.
- თუ მაფინების ქაღალდის ფორმებს არ იყენებთ, მაშინ საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და რიგრიგობით ჩაასხით შავი და თეთრი ცომები.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსახცობად დასჭირდება 20-25 წუთი.
გააგრილეთ საოცარი მაფინები და გემრიელად მიირთვით!