ყაბაყის ხიზილალა ებრაული რეცეპტით წიგნიდან „ბებიაჩემის სამზარეულოში“

1705

ებრაული სამზარეულო ამქვეყნად ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი, გემრიელი და მადის აღმძვრელია, ხოლო ყაბაყი სასარგებლო და ყველასთვის ხელმისაწვდომი ბოსტნეულია.

სწორედ ამიტომ, სიამოვნებით გიზიარებთ ყაბაყის ხიზილალას რეცეპტს ებრაულად ან როგორც უწოდებენ, კუბებით.

ასეთი ხიზილალა შეგიძლიათ ლამაზ კერძს გვერდზე მიუდოთ, ახალი მწვანილი მოაყაროთ და სუფრაზე წასახემსებლად გაიტანოთ. ასევე შეგიძლიათ შავი პურის ნაჭერს კარაქი წაუსვათ და ზემოდან ხიზილალა დაადოთ. თითებს ჩაიკვნეტთ!

ყაბაყის ხიზილალას მომზადების რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ ყაბაყი
  • 1 კგ პომიდორი
  • 1 მსხვილი სტაფილო
  • 3 ტკბილი წიწაკა
  • ½ თავი ნიორი
  • ½ მწველი წიწაკა
  • ½ ჭიქა შაქარი
  • ½ ჭიქა რაფინირებული მცენარეული ზეთი
  • 1 ს/ლ მარილი

მომზადება:

1. ხორცსაკეპ მანქანაში ნიორი, მწველი წიწაკა, სტაფილო და პომიდორი გაატარეთ.

2. ყველაფერი ქვაბში აურიეთ, მარილი, შაქარი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ.

3. ნარევი გაზქურაზე დადგით.

4. საშუალო ცეცხლზე 15-20 წუთით ხარშეთ, აურიეთ.

5. ამ დროში ტკბილ წიწაკას თესლი მოაშორეთ და ზოლებად დაჭერით. ყაბაყი პატარა კუბებად დაჭერით. გადამწიფებულ ყაბაყს მყარი ქერქი და თესლი მოაშორეთ.

6. დაჭრილი წიწაკა და ყაბაყი ნარევს დაუმატეთ. აურიეთ და თავსახური დაახურეთ. ასე დაახლოებით 1 საათით თუშეთ, პერიოდულად აურიეთ.

7. მზა ცხელი ხიზილალა სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ და სტერილური თავსახურით მოხუფეთ.

8. ქილები გადმოაბრუნეთ და გადასაფარებლით სრულად შეფუთეთ.

9. ქილები გრილ ადგილას შეინახეთ.

10. გემრიელი და არომატული ხიზილალა ებრაულად ზამთრისთვის მზადაა.

11. გემრიელად მიირთვით!