კვირაში ერთი პროცედურა საკმარისია, რათა კანი გლუვი და ნაზი გახდეს, ნაოჭებისა და ლაქების გარეშე

აქტივირებული ნახშირი კანის მოვლის სუპერ საშუალებაა. მას აქვს ძლიერი შთანთქმის უნარი. აბსორბცია საშუალებას აძლევს კანის ფორებიდან ამოიღოს მტვერი და სხვა სახის დაბინძურება. ის ღრმად წმენდს კანს, აღიავებს პიგმენტურ ლაქებს, მოგაშორებთ შავ წერტილებს.

სტატიაში გთავაზობთ აქტივირებული ნახშირის გამოყენების სხვადასხვა გზებს, რომელთა საშუალებით შეძლებთ კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას. თქვენი კანი სისუფთავისგან იბრწყინებს, შეუნარჩუნებთ კანს ახალგაზრდობასა და ელასტიურობას.

1. გამწმენდი ნიღაბი

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • აქტივირებული ნახშირი 1 ჩ. კ.
  • ქოქოსის ზეთი (ან ზეითუნის ზეთი) ¼ ჩ. კ.
  • სოდა ½ ჩ. კ.
  • თქვენთვის სასურველი ეთერზეთი (ლავანდის ან როზმარინის) 2-3 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ, უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი სქელი მასა. პირსახხოცი დაასველეთ ცხელ წყალში, გაწურეთ და დაიფინეთ სახეზე. ამ გზით შეძლებთ  ფორების გაიხსნას. ნიღაბი შეიზილეთ წრიული მოძრაობებით და სამოქმედოდ დაიტოვეთ 10-15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ და თხელ ფენად გადაისვით ქოქოსის ზეთი. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 1-2-ჯერ.

2. ამქერცლავი ნიღაბი

აქტივირებული ნახშირის ბაზაზე მომზადებული ამქერცლავი ნიღაბი ღრმად წმენდს კანს.

ნიღაბის მოსამზადებლად თანაბარი რაოდენობით აიღეთ აქტივირებული ნახშირი და ჟელატინი. მოცემულ ინგრედიენტებს დაასხით ცოტა წყალი, კარგად აურიეთ და დადგით ორთქლის აბაზანაზე, ურევთ განუწყვეტლივ, სანამ ჟელატინი არ გადნება.

მომზადებული მასა გააგრილეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10-15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 1-2-ჯერ.

3. ტანის ამქერცლავი და გამწმენდი სკრაბი

თქვენი სხეულს, ისე როგორც სახეს, საჭირდება  რეგულარულად წმენდა და დეტოქსიკაცია. აქტივირებული ნახშირის შთამნთქმელი ძალების შერევა ბრინჯის ფქვილის კანის მათეთრებელ ძალასთან და საცხობი სოდას დეტოქსიკაციის უნართან საუკეთესო კომბინაციას ქმნის.

ტანის სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თხევადი საბავშვო საპონი 2 ს. კ.
  • ნუშის ზეთი 1 ს. კ.
  • ბრინჯის ფქვილი 2 ს. კ.
  • აქტივირებული ნახშირის ფხვნილი 2 ჩ. კ.
  • სოდა 1 ს. კ.
  • თქვენთვის სასურველი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. მომზადებული ერთგვაროვანი მასა ჰერმენტულ კონტეინერში გადაიტანეთ. გამოსაყენებლად ვარგისია 1 თვე.

მზა მასა თითების წრიული მოძრაობებით შეიზილეთ მთელ სხეულზე. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის ბოლოს წაისვით ქოქოსის ზეთი ან დამატენიანებელი კრემი.

გსურთ კანი იდეალურ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ? მაშინ გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ აქტივირებული ნახშირის ბაზაზე მომზადებული კანის მოვლის საშუალებები.