ხაჭოს დაბალკალორიული, დიეტური ნუგბარი მათთვის, ვისაც დიაბეტი აწუხებს

შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომელიც მოითხოვს სისხლში გლუკოზის დონის მუდმივ კონტროლს და მკაცრი დიეტის დაცვას.

პირველი და მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ ადამიანთათვის უცხიმო ხაჭო ძალიან სასარგებლო პროდუქტია, ამიტომ რეკომენდებულია ყოველდღიურად 200 გრ ხაჭოს მიღება. ფერმენტირებული რძის პროდუქტები შეიცავს ლიპოტროპულ ნივთიერებებს, რომლებიც არეგულირებს ღვიძლის მუშაობას, აკონტროლებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში. შეგიძლიათ დიაბეტით დაავადებულთათვის მოამზადოთ ხააჭოს ბაზაზე ნამცხვარი, რომელიც მათ ტკბილისადმი მოთხოვნასაც დააკმაყოფილებს და სასარგებლოც არის.

დიაბეტით დაავადებულთათვის  ყურადღებით უნდა იყოს შერჩეული კვების რაციონი. აკრძალულია გლიკემიური ინდექსის მქონე კომპონენტების გამოყენება. უარი უნდა თქვათ ცხიმიან არაჟანზე, რძეზე, ხაჭოზე და შაქარზე.

შემოგთავაზებთ 0%-იანი ხაჭოს უშაქრო ნამცხვრის რეცეპტს, რომელიც საკმაოდ დაბალკალორიულია და ერთ პორციაზე შეიცავს:

  • კალორიებს 126 კალორია
  • ცილებს 17,2 გრ
  • ცხიმებს 2,6 გრ
  • ნახშირწყლებს 8,1 გრ

ხაჭოს ნუგბარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • უცხიმო ხაჭო 500 გრ
  • კვერცხი 1 ცალი
  • შაქრის შემცვლელი ან ფორთოხალი, ან ჩირი გემოვნებით
  • უცხიმო მაწონი 100 გრ
  • ვანილი გემოვნებით
  • კარაქი (ფორმაზე წასასმელად) 1 ს. კ.

მომზადების წესები:

  1. იმისათვის რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა, ხაჭო გაატარეთ საცერში.
  2. მოცემული ინგრედიენტები კარგად ათქვიფეთ მიქსერით ან დააბლენდერეთ.
  3. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი.
  4. ფორმაში გადაიტანეთ ცომი და ზემოდან დააფარეთ კილიტა (ფოლგა).
  5. შედეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში და გამოცხვეთ 160 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 1 საათი.

გემრიელად მიირთვით ისიამოვნეთ!