თუ წონას ვერაფრით იკლებთ, მიიღეთ ნატურალური სასმელი, რომელიც დაგიჩქარებთ ნივთიერებათა ცვლას და დაგიტენიანებთ სხეულს

შემოგთავაზებთ გასახდომი სასმელის, სასის წყლის, რეცეპტს. თუ რეგულარულად მიიღებთ მას, ნივთიერებათა ცვლის დაჩქარების, სხეულის დატენიანებისა და ორგანიზმის გაწმენდის ხარჯზე შეძლებთ ზედმეტი კილოგრამებისგან თავის დაღწევას.

ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული სასმელი უმარტივესი მოსამზადებელია და უამრავი სასარგებლო საკვები ნივთიერებით არის გაჯერებული.

ერთ ჯერზე მომზადებული სასმელი მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. ინგრედიეტებს შეგიძლიათ ისევ დაამატოთ 8 ჩ. ჭ. წყალი ან ბოთლებში დაფასოებული წყაროს წყალი. სასმელი შედეთ მაცივარში. მესამე დღისთვის ინგრედიენტები შაცვალეთ.

სასის წყალი ასწრაფებს ცხიმების წვას, წმენდს ნაწლავებს, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხესა და ტოქსინებს, ამცირებს თეძოსა და წელის გარშემოწერილობას.

სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ახალი ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი
  • ახალი პიტნის 10-12 ფოთოლი
  • 1 ცალი კიტრი
  • 1 ცალი ლიმონი
  • 8 ჩ. ჭ. გაფილტრული წყალი

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. ლიმონი გარეცხეთ, გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ თესლი,  დაჭერით თხელ ნაჭრებად, მოათავსეთ მინის ჭურჭელში,   დაასხით წყალი და ცოტა ხნით გააჩერეთ.
  2. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი კიტრი და პიტნის ფოთლები. კოჭა  გათალეთ, დაჭერით თხელ ნაჭრებად, დაამატეთ წყალს და აურიეთ. ქილას დაახურეთ ხუფი და მთელი ღამით შედეთ მაცივარში.

მომზადებული სასმელი შეგიძლიათ მიიღოთ წყლის ნაცვლად. თუ სურვილი გაქვთ, დაამატეთ ფორთოხალი, ვაშლი, ანანასი, გრეიპფრუტი, კენკრა.

შედეგად მიიღებთ მოხდენილ სხეულს, კარგ განწყობას და მრავალ სხვა სარგებელს!