ნიორი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც მრავალი დაავადების მკურნალად გვევლინება.
სააუკუნეების განმავლობაში ის ეფექტურად გამოიყენებოდა როგორც კულინარიაში, ისე სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ. ჩვენმა წინაპრებმა აღმოაჩინეს, რომ ნიორი კლავს მიკრობებს და მას იყენებდენენ სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: ტიფი, დიზენტერია, სურდო და ქოლერა. ნიორი აფერხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნას და ამცირებს არტერიულ წნევას.
სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი და უძველესი სამკურნალო საშუალების, ნივრის თერაპიული ლიქიორის რეცეპტს, რომელიც მხოლოდ გარკვეული დოზით უნდა მიიღოთ.
როგორ მოვამზადოთ სამკურნალო ნაყენი?
- აიღეთ მინის ქილა, ჩაყარეთ 350 გრ დაჭრილი ნიორი.
- დაასხით 220-250 მლ 95-96 გრადუსიანი სპირტი.
- ქილას მჭიდროდ დაახურეთ თავი და შედეთ მაცივარში.
- გააჩერეთ 10 დღე. მითითებული დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და 2 დღით კვლავ შედეთ მაცივარში.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ ნაყენი გამოსაყენებლად მზად არის.
წვეთები უმჯობესია მიიღოთ ჭამის წინ წყალთან ან რძესათან ერთად შემდეგი ცხრილის მიხედვით:
- 1-ლი დღე – საუზმეზე მიიღეთ 1 წვეთი, სადილზე-2 წვეთი, ვახშამზე-3 წვეთი;
- მე-2 დღე – საუზმეზე-4 წვეთი, სადილი-5 წვეთი, ვახშამი-6 წვეთი;
- მე-3 დღე – საუზმე-7 წვეთი, სადილი-8 წვეთი, ვახშამი-9 წვეთი;
- მე-4 დღე – საუზმე-10 წვეთი, სადილი-11 წვეთი, ვახშამი-12 წვეთი;
- მე-5 დღე – საუზმე13 წვეთი, სადილი-14 წვეთი, ვახშამი-15 წვეთი;
- მე-6 დღე – საუზმე-16 წვეთი, სადილი-17 წვეთი, ვახშამი-18 წვეთი;
- მე-7 დღე – საუზმე-12 წვეთი, სადილი-11 წვეთი, ვახშამი-10 წვეთი;
- მე-8 დღე – საუზმე-9 წვეთი, სადილი-8 წვეთი, ვახშამი-7 წვეთი;
- მე-9 დღე – საუზმე-6 წვეთი, სადილი-5 წვეთი, ვახშამი-4 წვეთი;
- მე-10 დღე – საუზმე-3 წვეთი, სადილი-2 წვეთი, ვახშამი-1 წვეთი;
- მე-11 დღე – საუზმე-15 წვეთი, სადილი-25 წვეთი, ვახშამი-25 წვეთი;
- მე-12 დღე – საუზმე-25 წვეთი, სადილი-25 წვეთი, ვახშამი-25 წვეთი;
12 დღის შემდეგ დღეში სამჯერ მიიღეთ ნაყენის 25-25 წვეთი, სანამ მთლიანი მასა არ ამოიწურება. კურსის ჩატარება რეკომენდებულია მხოლოდ 5 წელიწადში ერთხელ.
ამ კურსის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ დავადებათა სამკურნალოდ:
- ათეროსკლეროზი;
- ფილტვების დაავადებები;
- სინუსიტი;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
- ცხიმები და კენჭები (თირკმელები, ნაღვლის ბუშტი)
- ჰიპერტენზია;
- სმენისა და მხედველობის სხვადასხვა დარღვევები;
- ართრიტი და რევმატიზმი;
- გასტრიტი, კუჭის წყლული, ჰემაროი;
- თრომბების აღმოფხვრა;
- აუმჯობესებს მეტაბოლიზმს;
- უზრუნველყოფს სისხლძარღვების ელასტიურობას;
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ ნივრის ბაზაზე უძლიერესი სამკურნალო საშუალება და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.