ოსპი ეფექტურად გამოიყენება კანის გასათეთრებლად, არასასურველი თმის მოსაშორებლად და კანის გასაახალგაზრდავებლად. ოსპის სამკურნალო თვისებებზე დაფუძნებული ნიღბების საშუალებით კანს შეუნარჩუნებთ ახალგაზრდობას, დაუბრუნებთ სიცოცხლისუნარიანობას, გაიღიავებთ პიგმენტურ ლაქებს. საუკეთესოა შავი წერტილებისა და აკნეს სამკურნალოდ.
ოსპი ბაზაზე მომზადებული ნიღბები შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხიმიანი კანისთვის.
პირველ რიგში, უნდა მოამზადოთ ოსპის ფხვნილი. გარეცხეთ ნახევარი ჩ. ჭ. ოსპი, გააშრეთ ოთახის ტემპერატურაზე, დაფქვით ყავის საფქვავში და შემდეგ გაცერით. ოსპის ფხვნილი მოათავსეთ მინის ქილაში, დაახურეთ ხუფი და საჭიროების მიხედვით გამოიყენეთ.
სტატიაში შემოგთავაზებთ უძველესი ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც კანისთვის საოცრებებს ახდენს და შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩებით.
რეცეპტი N1
წითელი ოსპი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა კანის გასათეთრებლად. ნიღაბი დაგეხმარებათ მიიღოთ უფრო ნათელი, ჯანსაღი და ბზინვარე კანი.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- იოგურტი 1 ს. კ.
- ოსპის ფხვნილი 1 ს. კ.
- კურკუმა ნახევარი ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.
რეცეპტი N2
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ოსპი 3-4 ს. კ.
- ცოტა წყალი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ოსპის მარცვლებს დაასხით ცოტა წყალი და დააყოვნეთ მთელი ღამით. მეორე დილით გაჟღენთილი ოსპი დააბლენდერეთ. მიღებული პასტისებური მასა წრიული მოძრაობებით შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ნიღაბი წმენდს კანს, ჭიმავს, აღიავებს ლაქებს და მოგაშორებთ ნაწიბურებს. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ.
რეცეპტი N3
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 4 ს. კ.
- ოსპის ფხვნილი 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 25 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
პიგმენტური ლაქებისა და ნაოჭების მოსაშორებლად ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.
რეცეპტი N4
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ოსპის ფხვილი 1 ჩ. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ, თან წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. ამ გზით მოიშორებთ კანის მკვდარ უჯრედებს. მოცემული ნიღაბი კვებავს კანს, ატენიანებს და ათანაბრებს კანის ტონს.
რეცეპტი N5
სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 2 ს. კ.
- ოსპი 3 ს. კ.
- ძირტკბილას ან სანდლის ხის ფხვნილი, ან დაფქული ყავა 2 ს. კ.
- ფორთოხლის ცედრა 1 ს. კ.
მომზადებისა და მოხმარების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და შეიზილეთ როგორც სახის კანზე, ისე ტანზე. სკრაბი მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს და არასასურველ თმას.
მოცემული საშუალება ღრმად წმენდს კანს, აძლევს მას უფრო ნათელ იერს და ჰმატებს სიგლუვეს.
რეცეპტი N6
კალენდულას ყვავილებისა და ოსპის ფხვნილის უნიკალური ნარევის საშუალებით შეძლებთ კანის უამრავი პრობლემის მოგვარებას. კალენდულა აუმჯობესებს კანის საერთო მდგომარეობას, ებრძვის ანთებას და ატენიანებს კანს.
საჭირო ინგრედიენტები:
- ოსპის ფხვნილი 2 ს. კ.
- კალენდულას ნაყენი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მიღებული პასტისებური სქელი მასა შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.