9 საჭმელი, რომელიც სინამდვილეში ჯანსაღი არ არის

ძალიან ძნელია 100 პროცენტით ჯანსაღი საჭმელების მირთმევა ყოველდღიურად, თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ, თუ როგორი ზეგავლენის მომხდენია ის საჭმელები, რომლებიც ერთი შეხედვით ჯანსაღი გვგონია.

ბანანის ჩიფსები

ისინი ბანანის მსგავსად შეიცავენ ფაიბერს, რკინას, პოტასიუმს და მაგნესიუმს, რაც სასარგებლოა. თუმცა ამასთანავე მათი წარმოებისას გამოიყენება შაქარი და სხვა არომატის გამაძლიერებლები, რაც მას ჯანსაღი საჭმლის სტატუსს უკარგავს.

ხრაშუნა პური

ამ პროდუქტის უამრავი სახეობა არსებობს, თუმცა ისინი ხშირად საზიანო ზეთებს შეიცავს. მათი არჩევისას წაიკითხეთ შემადგენლობა და დარწმუნდით, რომ მასში არ შედის საფუარი, მოდიფიცირებული სახამებელი, საღებავები და ანტიოქსიდანტები.

გლუტენისგან დაცლილი საჭმელები

გლუტენის ჭამა მხოლოდ მათთვისაა არაჯანსაღი, ვისაც ამ პროტეინზე ალერგია აქვს. ყველა დანარჩენმა პროტეინების მიღებაზე უარი არ უნდა თქვას ექიმის კონსულტაციის გარეშე. გლუტენის გარეშე დამზადებულ პროდუქტებს ბევრ არაჯანსაღ შენარევს უმატებენ, რაც მათ საშიშს ხდის. მის მაგივრად შეგიძლიათ პური მიირთვათ.

გამომშრალი და დატკბილებული ხილი

გამომშრალი ხილი თავისთავად ჯანსაღ საჭმელს წარმოადგენს, თუმცა მათი დაობებისგან დასაცავად და ფერის შესანარჩუნებლად მწარმოებლები მათ უამრავ არაჯანსაღ დანამატს და მჟავას უმატებენ. ამისგან თავის დასაცავად შეგიძლიათ ხილი სახლში გამოაშროთ.

გადამუშავებული ყველი

გადამუშავების პროცესში უამრავი დანამატის მიღების გარდა, ასეთი სახის ყველი ზედმეტად დიდი ოდენობით სოდიუმსაც შეიცავს. მაგალითად სამი ნაჭერი ყველით დამზადებული სენდვიჩის ჭამა სოდიუმის დღიურ დოზას თითქმის მთლიანად დაგიკმაყოფილებთ

დაკონსერვებული ხილი და ბოსტნეული

მწარმოებლები დაკონსერვებულ ბოსტნეულს ბარბექიუს სოუსს, ძმარს და კიდევ უამრავ რამეს უმატებენ, რაც ჯანსაღი არ არის. ნუტრიციის ექსპერტი ნიკოლ როდრიგესის თქმით, მაგალითად ლობიოს კონსერვი 3 ს/კ შაქარს შეიცავს. ამის თავიდან ასაცილებლად ყიდვისას შეამოწმეთ მათი შემადგენლობა და არ იყიდოთ მარილის, შაქრის ან სხვა დანამატების შემცველი კონსერვი.

სახამებლიანი ბოსტნეული

სიმინდი, კარტოფილი, გოგრა უფრო აკლებ ფაიბერს, ვიტამინს და მინერალებს შეიცავენ, ვიდრე მაგალითად სხვა ბოსტნეულები და ხილი, თუმცა მათი კალორიული ღირებულება უფრო მაღალია. ეს მათზე უარის თქმის მიზეზი არ გახლავთ, თუმცა უმჯობესია არ მიირთვათ ისინი დიდი რაოდენობით. ასევე უფრო ჯანსაღი არჩევანია ახალი, მწვანე და ხრაშუნა ბოსტნეულის ჭამა, განსაკუთრებით საღამოს 6 საათის შემდეგ.

იოგურტი

მაღაზიაში ნაყიდი იოგურტი დიდი ოდენობით შაქარს და ცოტა პროტეინს შეიცავს. ამასთანავე მათ დაღეჭვა არ სჭირდება, რის გამოც ორგანიზმს ჰგონია რომ რაიმე მსუბუქს მიირთმევთ. ამის გამოსასწორებლად აირჩიეთ დაბალი შაქრის შემცველობის მქონე იოგურტი, რომელიც ბევრ პროტეინს შეიცავს.

შვრია

ყველამ იცის, რომ შვრია ჯანსაღი საჭმელია. თუმცა მისი ისეთი სახეობები, რომლების მომზადებასაც მხოლოდ 2-3 წუთი სჭირდება და აქტიურად უკეთდება რეკლამა მაღაზიებში, საკმაოდ არაჯანსაღ არჩევანს წარმოადგენენ. რაც უფრო პატარა ნაწილებადაა წარმოდგენილი შვრია, მით უფრო მეტი დანამატი აქვს მას მიღებული დამზადებისას და უფრო მეტ კალორიას შეიცავს. დამატკბილებლებით დამზადებული შვრია უფრო უარესია. ამის გამო სჯობს შეარჩიოთ უფრო უხეში, გადაუმუშავებელი შვრია. მისი მოხარშვა მეტ დროს მოითხოვს, თუმცა უფრო ჯანსაღ საჭმელს მიირთმევთ.