როგორ გამოვაცხოთ რბილი, ფუმფულა და უგემრიელესი პური საკუთარი ხელით

შემოგთავაზებთ უგემრიელესი, არომატული და ფუმფულა პურის რეცეპტს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • თბილი წყალი 3 ჩ. ჭ.
  • შაქარი ¼ ჩ. ჭ.
  • საფუარი 1 ½ ს. კ.
  • ზეთი 1/3 ჩ. ჭ.
  • მარილი 1 ს. კ.
  • ფქვილი 6-7 ჩ. ჭ.
  • 1 ს.კ. ხორბლის წებოვანა (თუ იყენებთ ხორბლის ფქვილს)

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პირველი, ასევე უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი. თუ არჩევანს უმაღლესს ხარისხზე შეაჩერებთ, აიღეთ ფქვილი დაახლოებით 8 ჩაის ჭიქის ოდენობით.

მომზადების წესი:

  1. დიდ თასში ჩაასხით თბილი წყალი, გახსენით საფუარი, დაამატეთ შაქარი, აურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი.
  2. დაამატეთ ზეთი, მარილი, გაცრილი ფქვილი (დაიწყეთ 6 ჭიქით) და მოზილეთ ცომი. საჭიროების მიხედვით დაამატეთ ფქვილი. ცომი უნდა იყოს გლუვი, ელასტიური და ოდნავ წებოვანი.
  3. თასს გადააფარეთ ტილო  და გააჩერეთ სითბოში. ცომი უნდა გაორმაგდეს.
  4. აფუებული ცომი ამოაგუნდავეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და ცომი თანაბრად გაანაწილეთ. ფორმებს გადააფარეთ ტილო და ცოტა ხანს კიდევ დაასვენეთ.
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 45-50 წუთი (დრო დამოკიდებულია თქვენს ღუმელზე). როდესაც ქერქი ოქროსფრად დაიბრაწება პურიც მზად არის.

პურის რაოდენობა დამოკიდებულია თქვენი საცხობი ფორმების ზომაზე. გემრიელად მიირთვით!