ეს მწვანე სასმელი ჩემი საუკეთესო დამხმარეა, როდესაც საქმე ძლიერ ჯანმრთელობასა და კარგ გარეგნობას ეხება

შემოგთავაზებთ ტუტე ნარევის რეცეპტს, რომელიც უძლიერესი ანტიოქსიდანტური საშუალებაა. ნარევი თქვენს ორგანიზმში ანეიტრალებს მჟავე  PH დონეს, საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა, რომელიც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კანისთვის.

ანთების საწინააღმდეგო, ტუტე, ანტიოქსიდანტური და კიბოს საწინააღმდეგო საშუალება წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, აღადგენს და აახალგაზრდავებს უჯრედებს, ანეიტრალებს მჟავიანობას, ხელს უწყობს ქსოვილის შეხორცებას, აღგავსებთ ენერგიით. გემრიელი ტუტე ნარევი ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა.

შემოთავაზებული საშუალების ძირითადი ინგრედიენტი არის ლიმონი. ეს პროდუქტი უძლიერესი ტუტე ნივთიერებაა. ლიმონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხილია კიბოს პროფილაქტიკისთვის.

გემრიელ, მწვანე ტუტე ნარევს რბილი და სასიამოვნო გემო აქვს. იგი თქვენს ორგანიზმს ნეიტრალიზებულ მჟავიანობას ანიჭებს. უძლიერესი მატონიზირებელი საშუალება შეიძლება გამოიყენოთ კიბოს პრევენცისათვის.

შემოთავაზებული საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი მწვანე ვაშლი ან კიტრი, ან კივი
  • ცოტა გახეხილი ჯანჯაფილი (თქვენი გემოვნების მიხედვით)
  • 1 მუჭა ოხრახუში
  • 1 მუჭა ისპანახი (ნედლი)
  • 1-2 ღერი ნიახური
  • ლიმონის წვენი (თქვენი გემოვნების მიხედვით)

მომზადებისა და მიღების წესები:

ვაშლი დაჭერით კუბიკებად და დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად დააბლენდერეთ. მაქსიმალური შედეგის მისაღებად ნარევი მიიღეთ მომზადებისთანავე. უმჯობესია, მიიღოთ  უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

შემოთავაზებული საშუალება შეგიძლიათ რეგულარულად გამოიყენოთ, რამდენიმე დღე დაისვენეთ და სამკურნალო პროცედურები კვლავ გაიმეორეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!