მოამზადეთ ყველის არომატით გაჯერებული უგემრიელესი, თხელი, ნაზი, რბილი ბლინები და გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები. ბლინები შეგიძლიათ მიირთვათ არაჟანთან ერთად.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რაფინირებული ზეთი 30 მლ
- რძე 250 მლ
- ფქვილი 1 ჩ. ჭ.
- შაქარი 2 ს. კ.
- მარილი 1 ჩ. კ.
- ყველი 100 გრ
- კვერცხი 3 ცალი
მომზადების წესი:
- კვერცხი, მარილი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ რძე და ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ ფქვილი. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე და შეურიეთ ფქვილიან მასას.
- შემდეგ დაამატეთ ზეთი და ცომიც მზად არის.
ბლინები მოამზადეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით და გემრიელად მიირთვით!