ნიღაბი ბოტოქსის ეფექტით, რომლის გაკეთებაც თავად შეგიძლიათ სულ რაღაც ორი ინგრედიენტით

0
791

ნაოჭები, ასაკობრივი ლაქები და სხვა პრობლემები, რომლებიც დროთა განმავლობაში კანზე ჩნდება, შეიძლება აღმოიფხვრას ან ნაკლებად შესამჩნევი გახდეს მარტივი ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით.

ბუნებრივი მოვლის საშუალებები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და აქვს შესანიშნავი ეფექტები. ისინი არ შეიცავს მავნე ქიმიურ კომპონენტებს და ხელს უწყობს თქვენს კანს გახდეს ელასტიური, დატენიანებული და ახალგაზრდა.

მათ აქვთ შესანიშნავი უნარი ღრმად გაასუფთავონ კანი და მისცეს კარგად მოვლის ეფექტი.

არ არის საჭირო ძვირადღირებული პლასტიკური ოპერაციების და სალონის კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება.

რეცეპტი ძალიან მარტივია, და დაგჭირდებათ მხოლოდ ორი ინგრედიენტი, რომლებიც შეიძლება უკვე იყოს თქვენს სამზარეულოში!

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხის ცილა
  • 1 ს.კ. სიმინდის სახამებელი

მომზადება:

  1. ერთმანეთს შუერიეთ სიმინდის სახამებელი და კვერცხის ცილა.
  2. მიღებული მასის გამოყენებამდე დაიბანეთ კანი და გაიწმინდეთ სუფთა ქსოვილით.
  3. წაისვით (ფუნჯით, სასურველია) სახის, კისრის, დეკოლტეს და ხელების მიდამოებში.
  4. მალე იგრძნობთ, რომ კანი დაიჭიმა.
  5. სწორედ ასე უნდა მოხდეს იმისათვის, რომ თავი დააღწიოთ სახის ნაოჭებს.
  6. შემდეგ ჩამოიბანეთ სახე გამდინარე წყლით და მსუბუქად გაიწმინდეთ სუფთა პირსახოცით.
  7. გააკეთეთ ეს ნიღაბი ყოველ ღამე ძილის წინ, ერთი თვის განმავლობაში.
  8. პირველი თვის შემდეგ, შეგიძლიათ შეამციროთ გამოყენების სიხშირე კვირაში 1-2 ჯერ.
  9. მთავარია, რომ გესმოდეთ, რაც უფრო მეტჯერ გამოიყენებთ, უფრო ეფექტური იქნება.

ეს რეცეპტი არა მხოლოდ გამორიცხავს ასაკობრივ ლაქებს, ნაოჭებს, არამედ ებრძვის კანის ლეტარობას. ეს გამოწვეულია კვერცხის ცილაში კოლაგენის არსებობით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here