უგემრიელესი და საოცრად არომატული, სურნელოვანი მარწყვი შესანიშნავი შიგთავსია ღვეზელისთვის, ხოლო ხაჭოსთან კომბინაციით უჩვეულო, ნაზ დაწვნიან სიამოვნებას მიიღებთ.
შემოგთავაზებთ მოსამზადებლად უმარტივესი და ძალიან გემრიელი დესერტის რეცეპტს.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო 250 გრ
- კარაქი 250 გრ
- შაქარი 100 გრ
- კვერცხი 2 ცალი
- გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ.
- ფქვილი 400 გრ
- ვანილი
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო 250 გრ
- შაქრის ფხვნილი 3-4 ს. კ.
- სახამებელი 2 ს. კ.
- მარწყვი 400 გრ
მომზადების წესი:
- კვერცხი, შაქარი, ხაჭო და ვანილი ათქვიფეთ.
- კარაქი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე და დაამატეთ კვერცხიან მასას.
- გაცრილ ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი, ნელ-ნელა დაამატეთ ხაჭოიან მასას და მოზილეთ ცომი.
- საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. ცომი თანაბრად გაანაწილეთ და ამოიტანეთ ფორმის გვერდებზედაც. ღვეზელის მოსართავად მოიტოვეთ ცომის მცირე ნაწილი.
- შიგთავსის მოსამზადებლად ათქვიფეთ ხაჭო, შაქრის ფხვნილი, 1 ს. კ. სახამებელი და ვანილი.
- მომზადებული შიგთავსი დაიტანეთ ცომზე და თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ ლამაზად მოაწყვეთ მარწყვები და ზემოდან მოაყარეთ სახამებელი.
- დარჩენილი ცომი გააბრტყელეთ, დაჭერით 1 სმ სიგანის გრძივ ზოლებად და ღვეზელზე გამოსახეთ ბადე.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30 წუთი.
მოამზადეთ მარწყვისა და ხაჭოს არომატით გაჯერებული ღვეზელი და გემრიელად მიირთვით!